გია არაბიძე: კრიპტოვალუტის წარმოებისთვის ელექტროენერგიაზე უნდა იყოს სხვა ტარიფი, ხოლო მოსახლეობისთვის სხვა

გია არაბიძე: კრიპტოვალუტის წარმოებისთვის ელექტროენერგიაზე უნდა იყოს სხვა ტარიფი, ხოლო მოსახლეობისთვის სხვა

access_time2018-10-01 09:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე მსხვილი მომხმარებლების გასვლას ითვალისწინებსელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის სრული კონცეფციას,  ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, დაახლოებთ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩამოყალიბდება


ეს პროცესი უახლოეს პერიოდში გაგრძელდება და მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მსხვილი მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გამოვლენ და შეძლებენ, რომ შეიძინონ ელექტროენერგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმპორტირებული ელექტროენერგია მოიხმარონ, რაც მათ მეტ შესაძლებლობას აძლევთ, უფრო ოპტიმალურ პირობებში მიიღონ ელექტროენერგია და ამავდროულად, მოსახლეობასაც უფრო ნაკლებად დააწვება ეს მსხვილი მომხმარებლები და ეს არის გარკვეული პრევენცია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში, ფასები მცირე მომხმარებლებისთვის და მოსახლეობისთვის შედარებით სტაბილური იქნება“, - ეს განაცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მედიასთან გააკეთა


ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების გასვლას პოზიტიურად აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე. მისი თქმით, ეს პროცედურა იმ ბიზნესოპერატორებისთვის უნდა უნდა ამოქმედდეს, ვინც ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარს და მოსახლეობისთვის განკუთვნილ ტარიფს იხდის. ენერგეტისკის ექსპერტი თვლის, რომ კრიპტოვალუტის მწარმოებებისთვის ტარიფი განსხვავებული უნდა იყოს: 


„ელექტროენერგიის მომხმარების ზრდის მიზეზია ორი ძირითადი კომპონენტი, ეს არის ტურიზმის ინტენსიური ზრდა და მოსახლეობისათვის კონდენცირების პრობლემის მოგვარება, მესამე ფაქტორი კი კრიპტოვალუტა“ -ამბობს გია არაბიძე. 



მისი თქმით, კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინები საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ტექნოლოგია, თუმცა ჭარბ ელექტროენერგიას მოხმარს: 


„აქ დგება კიდევ ერთი პრობლემა: ეკონომიკაში ჩადებული ერთი კილოვარტსაათი ელექტროენერგია, მშპ-ს ზრდის 3 -ჯერ. ბიტკოინების წარმოების დროს ეს ელექტროენერგია არ იდება ეკონომიკაში და კრიპტოვალუტას ჩვენ განვიხილავთ როგორც საყოფაცხოვრებო მომსახურების სისტემას. იქ ხალხის დასაქმების პროცენტი საკმაოდ დაბალია.  რეალურად სახლემწიფომ 50-60- მეგავატი იაფი ელექტროენერგია მიაწოდა ამ ორგანიზაციას.  თანაც ეს ის ელექტროენერგია, რომელიც სახელმწიფომ სიმწრით შეაკოწიწა მოსახლეობისათვის, რომ ტარიფი არ გაზრდილიყო და გამანაწილებელ კომპანიასაც ჰქონოდა შესაბამისი მოგება. ამიტომ ეს საკითხი უნდაგადაიხედოს“


გია არაბიძე მიიჩნევს,რომ  ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისთვის უნდა იყოს ცალკე ტარიფი და მიმწოდებელი:


„ჩინეთი ლიდერია კრიპტოვალუტის წარმოებაში. ჩვენც ვართ მსოფლიო სამეულში. კრიპტოვალუტის წარმოებისთვის უნდა იყოს სხვა ტარიფი ელექტროენერგიაზე, ხოლო მოსახლეობისთვის სხვა.  ვინაიდან მათ სერიოზული მოგება აქვთ და ეს არ აისახება ეკონომიკაზე.   


ნინო ნატროშვილი






„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up