საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე წლის პირველ ნახევარში ჯგუფის ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე აცხადებს - გაუმჯობესდა ფულის გენერაცია და უკუგება კაპიტალზე.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე წლის პირველ ნახევარში ჯგუფის ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე აცხადებს - გაუმჯობესდა ფულის გენერაცია და უკუგება კაპიტალზე.

access_time2019-08-19 13:10:36

 საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე წლის პირველ ნახევარში ჯგუფის ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე აცხადებს - გაუმჯობესდა ფულის გენერაცია და უკუგება კაპიტალზე.


მისივე თქმით, თითოეულმა ბიზნესმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.


ის ელის, რომ ორნიშნა ზრდა ყველა ბიზნესის მიმართულებით გაგრძელდება არსებული ფრენჩაიზის სიძლიერის გამოყენებით და მნიშვნელოვანი შემდგომი ინვესტიციების კაპიტალის ხარჯვის გარეშე.


“აქტიურად ვქმნით ზრდის შესაძლებლობებს, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საცალო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის, ამბულატორიული კლინიკების და სტომატოლოგიური სერვისის გაფართოვების, ასევე ახალი აფთიაქებისა და ახალი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა თავის მოვლის საშუალებები”, - აცხადებს გამყრელიძე.


მისივე თქმით, ჯგუფი კარგადაა პოზიციონირებული რომ საშუალოვადიან პერიოდში გაიზარდოს, გააუმჯობესოს საოპერაციო ფულადი სახსრების მოძრაობა, შეამციროს ვალი და ბალანსი და განაგრძოს კაპიტალის უკუგების გაუმჯობესება.



ჯგუფმა ივლისში პირველად გადაიხადა დივიდენდი.


გამყრელიძის განცხადებით, ჯგუფის ფოკუსი მხოლოდ ზრდა არაა, ისინი სტაბილურად აუმჯობესებენ რისკის მენეჯმენტს.


ერთ-ერთი მიღწევა კიდევ ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) გაშვებაა თბილისის ყველა პოლიკლინიკაში, რაც დაეხმარებათ მათ მომხმარებლების უფრო ეფექტურ მომსახურებასა და მათზე მეტად ზრუნვაში, ასევე ელექტრონული სამედიცინო შეკვეთების სისტემაში მათ უმრავლეს რეფერალურ ჰოსპიტალებში.


ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, წელს მათ კლინიკის საბჭოები დააფუძნეს.


მისივე ვარაუდით, ფულადი ნაკადების შემოსვლა, მათ შორის ტურიზმში კვლავ ძლიერი იქნება, რუსეთის ავიაემბარგოს მიუხედავად.


„უარყოფითი გარე ფაქტორების შემსუბუქებით, ჩვენ ველით, რომ მაკროეკონომიკური საფუძვლები ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის შემდგომი სტაბილიზაციას ახლო და საშუალოვადიან პერიოდში“, - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.


GBC



თეგები:
GHG CEO ჯგუფი



მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up