გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მოგების ზრდა აჩვენა.
კომპანიამ 2019 წელს 19.884 მლნ ლარის სრული შემოსავალი მიიღო, რაც 4.2 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.
გაზრდილია ამონაგებც, 11.4%-ით, 115.4 მლნ ლარამდე.
კომპანია შემოსავალს მაგისტრალური გაზსადენი სისტემის მართვიდან იღებს.
კომპანიის შემოსავალში აისახება: გაზის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთში. თუმცა, ტრანზიტის მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად არის მიჩნეული, ამიტომ აღნიშნულ ინფორმაციას ანგარიში არ მოიცავს.
ასევე შემოსავალში აისახება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება და რეალიზაცია, ასევე გაზგასამართი სადგურების ტექნიკური მომსახურება.
2019 წელს ხარჯებში გაზის თვითღირებულების წილი 35.71 მლნ იყო, ხოლო მილსადენების შენახვა/ ოპერირება - 43 მლნ დაჯდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 1 მლნ ლარით მეტია.
gbc.ge