GFN: სიგარეტის თანამედროვე ალტერნატივებთან ბრძოლა თამბაქოს ზიანის შემცირებას აფერხებს

GFN: სიგარეტის თანამედროვე ალტერნატივებთან ბრძოლა თამბაქოს ზიანის შემცირებას აფერხებს

access_time2020-06-16 14:22:49

ნიკოტინის გლობალური ფორუმი (GFN) ყოველწლიური კონფერენციაა, რომლის მიზანს მსოფლიოში თამბაქოს ზიანის შემცირების ხელშეწყობა წარმოადგენს. კონფერენციის წარმომადგენლები მოწევისგან გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ნაკლები საფრთხის შემცველ ნიკოტინის პროდუქტებს მიიჩნევენ.

 

GFN-ის 2020 წლის კონფერენცია 11 და 12 ივნისს ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მის მთავარ განსახილველ თემას.


ტრადიციული სიგარეტის ახალი ალტერნატივების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა. მოწვეულ ექსპერტთა მოსაზრებათა თანახმად, მწეველი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა ელ. სიგარეტები, სნუსი და გასახურებელი თამბაქო.

 

მართალია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მიღწეული შედეგი საკმარისი არაა, რადგან გლობალურად სიგარეტის მწეველთა რაოდენობა 1.1 მილიარდს უტოლდება. ექსპერტთა ვარაუდით 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩება. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის მინიმიზირებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების დიდი ნაწილი მთავარ გამოსავალს მოწევაზე უარის სრულად თქმას განიხილავს, ხოლო ზიანის შემცირებისთვის ნაკლები საფრთხის შემცველ ალტერნატივებს შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც დიდი ბრიტანეთია.

 

GFN-ის კონფერენციის დამფუძნებლის, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის გერი სტიმსონის განცხადებით:

 


„თამბაქოს ზიანის შემცირება საუკეთესო ჯანდაცვის პოლიტიკაა. თუმცა, მას არაერთი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება. ისინი ახლომხედველური მიდგომებით გამოირჩევიან და WHO-სთან ერთად ავიწროებენ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატების განმარტებას. სწორედ ამიტომ, ჯანმომ მეტი ვარიანტი უნდა განიხილოს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად“.

 

ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ სვეანორი კი მიიჩნევს, რომ მწეველები მზად არიან, გადავიდნენ ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტების მოხმარებაზე.

 

„შვედეთის, ნორვეგიის, ისლანდიისა და იაპონიის მაგალითები აჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში მწეველი ადამიანები სიგარეტის ალტერნატივას მოიხმარენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, თუ მათ ამ ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებზე წვდომას გავუმარტივებთ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ფუნდამენტურად შევცვალოთ ჯანდაცვის ისტორიის კურსი“, - განაცხადა დევიდ სვეანორმა.

 

GFN-ის ფორუმზე მიწვეული ექსპერტები და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის აუცილებელია მხარეების ჩართულობა. დიალოგის შედეგად, შესაძლებელი გახდება ხანგრძლივი და ეფექტური შედეგის მიღწევა როგორც ინდუსტრიულ, ასევე ჯანდაცვის სისტემების დონეზე.

 

„ჯანმო თამბაქოს ინდუსტრიით არის შეპყრობილი. ორგანიზაცია არ აღიარებს ალტერნატიული საშუალებების ეფექტურობას და მათ წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლას აწარმოებს.

 

ჯანმო არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბაზარზე ახალი ალტერნატივების გამოჩენა ხელს უწყობს სიგარეტზე მოთხოვნისა და გაყიდვების კლებას. სწორედ მოწევის ალტერნატიული მოწყობილობები არის ის, რაც ჯანმრთელი მომავლის შესაქმნელად გვჭირდება. თუმცა, ამ შეხედულებას ჯანმო და მისი კერძო ინვესტორები არ იზიარებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მოწყობილობებზე დაწესებული აკრძალვის შედეგად, მხარს უჭერენ ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი გიგანტების ოლიგოპოლიას,- აცხადებს ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სვეანორი.


(R)



თეგები:
სიგარეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up