გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - მნიშვნელოვანია, ძალადობა ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული და უნდა გაირკვეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - მნიშვნელოვანია, ძალადობა ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული და უნდა გაირკვეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს

access_time2019-07-12 20:28:15

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები ელექსირია ყველა დემოკრატიისთვის, ის უნდა იყოს მშვიდობიანი. ძალადობას ჩვენ საქართველოდან არ ვიცნობთ, არ გვახსოვს ასეთი ძალადობა, ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, სპეციალურმა წარმომადგენელმა გერმანია-საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხებში მიხაელ როტიმ განაცხადა.


მისი შეფასებით, „საქართველოში კლიმატი ძალიან დაძაბულია და პოლარიზებულია“.


„საქართველო, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც ტრანსფორმაციის პროცესშია დგას ბევრი გამოწვევის წინაშე, ეს არის დემოკრატიის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამყარება. აქ, საქართველოში კლიმატი ძალიან დაძაბულია, პოლარიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები არის ელექსირი ყველა დემოკრატიისთვის, ის უნდა იყოს მშვიდობიანი, უნდა იყოს სამართლებრივ ნორმებში ჩასმული სამართლებრივი პრინციპების მიხედვით.


ძალადობას, როგორც ეს ვნახეთ ბოლო დემონსტრაციების დროს, ჩვენ საქართველოდან არ ვიცნობთ, არ გვახსოვს ასეთი ძალადობა, ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოკვლეული, გამოძიებული და უნდა გაირკვეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს, პასუხისმგებლობის რა ნაწილი უნდა აიღონ მათ თავის თავზე. აქ მთავარია დეესკალაცია. ოპოზიცია და დემონსტრანტები აკრიტიკებენ იმას, რომ ძალიან გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული დემონსტრაციების დროს, ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ იმას, რომ მათ არ მიეცათ უსაფრთხოების გარანტიები თავიანთი დემონსტრაციების ჩატარებისას. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოკვლეული“,- განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.


IPN





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up