გერმანიის მთავრობას უსმანოვის ვილების კონფისკაციისკენ მოუწოდებენ

გერმანიის მთავრობას უსმანოვის ვილების კონფისკაციისკენ მოუწოდებენ

access_time2022-05-15 19:30:32

გერმანიის მთავრობას რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის აქტივების გაყინვის ან კონფისკაციისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, რუსი ოლიგარქი ბავარიის კომუნა როტახ-ეგერნში, ტეგერნსეს ტბის პირას სამ ვილას ფლობს. ინიციატივით მწვანეთა პარტიისა და როტახ-ეგერნის საქალაქო საბჭოს წევრი, თომას ტომაშეკი გამოდის. ადგილობრივი პოლიტიკოსი ხელისუფლებისგან ამ სასახლეების დაპატიმრებას მოითხოვს, რა მიზნითაც მარტის ბოლოს, ვილების მახლობლად 300-კაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო.

Forbes თავად უსმანოვის პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, თითქოს როტახ-ეგერნში არსებული ქონება რამდენიმე წლის წინ ოჯახის ტრასტებს „სრულიად გამჭვირვალე და კანონიერი“ გზით გადაეცა, ხოლო ბიზნესმენს უკრაინის კრიზისთან საერთო არაფერი აქვს და არც პუტინთან არის დაახლოებული.

„კანონიერად შეძენილი სხვისი ქონების ექსპროპრიაციის მოთხოვნა წმინდა ლეგალური ნიჰილიზმია,“ - ნათქვამია მილიარდერის განცხადებაში. ოლიგარქის წარმომადგენელები შენიშნავენ, რომ როტახ-ეგერნი „განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უსმანოვის გულში.“ მილიარდერი იმედოვნებს, რომ ქალაქში „მართლმსაჯულების აღსრულებისა და მის მიმართ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ“ დაბრუნდება.


გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისმა (Bundeskriminalamt-BKA), რომელიც ამერიკული FBI-ის ანალოგია, გასულ თვეს უსმანოვისა და გულბახორ ისმაილოვას სუპერიახტა, Dilbar ჰამბურგში დააპატიმრა.

ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ 28 თებერვალს მოექცა. ის, ასევე, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის სანქციების სიაში შედის. მილიარდერი ჰოლდინგ USM-ის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერია, რომლის 49%-იან წილს ფლობს. ამ ჰოლდინგს ეკუთვნის „მეტალოინვესტი“ და „მეგაფონი.“ უსმანოვის ქონება 11,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული და Forbes-2022-ის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში ის მეშვიდე ადგილს იკავებს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up