გერმანიის მთავრობამ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში 13 პროფესიული კოლეჯისათვის სასწავლო აღჭურვილობის შესყიდვას მხარი დაუჭირა

გერმანიის მთავრობამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში 13 პროფესიული კოლეჯისათვის სასწავლო აღჭურვილობის შესყიდვას მხარი დაუჭირა

access_time2020-03-11 12:59:23

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში 13 პროფესიული კოლეჯისათვის სასწავლო აღჭურვილობის შესყიდვას. ეს აღჭურვილობები შესყიდულ იქნა ოთხი სხვადასხვა სასწავლო მიმართულებისათვის, სადაც მოცემულია დუალური სასწავლო პროგრამები. 2017 წლიდან გერმანიის მხარდაჭერით საქართველოში დანერგულია უკვე თითქმის 20 დუალური სასწავლო პროგრამა.


გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით დაფინანსდა და 2020 წლის დასაწყისში კოლეჯებს გადაეცა რვა უახლესი დონის შედუღების სიმულატორი ქართულენოვანი ინტერფეისით, შვიდი პროფესიონალური მრავალფუნქციური ღუმელი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკისთვის სიმულაციური პროგრამული უზრუნველყოფის ოთხი სასკოლო ლიცენზია და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ეს კოლეჯებია: მერმისი, იკაროსი, სპექტრი და რკინიგზის კოლეჯი (თბილისი), მოდუსი (რუსთავი), აისი (კაჭრეთი), ი. წინამძგვრიშვილი (საგურამო), ბლექსი, საზღვაო აკადემია (ბათუმი), ახალი ტალღა (ქობულეთი) ), ფაზისი (ფოთი), ოპიზარი, (ახალციხე) და თეთნულდი (მესტია).


დამატებითი ინფორმაცია


2019 წლის ზაფხულში, პირველად საქართველოში ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა დუალურ პროფესიულ პროგრამაში „სტურმარმასპინძლობა“. აღნიშნული პროგრამა დუალური მიდგომით ხორციელდება 2017 წლიდან შემდეგ პროფესიულ კოლეჯებში: „ბლექსი,“ „ახალი ტალღა“ და „მერმისი.“ დუალური პროფესიული განათლება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. სწავლა მიმდინარეობს ერთდროულად კოლეჯსა და კერძო კომპანიაში, რაც სტუდენტს ეხმარება თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად შეიძინოს გამოცდილება, საჭირო პრაქტიკული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში და დაეუფლოს სასურველ პროფესიას. დუალური პროფესიული პროგრამა „სტურმარმასპინძლობა“ მოიცავს კონდიტერის, მზარეულის, სასტუმროს სპეციალისტისა და სარესტორნო სპეციალისტის მოდულებს.



გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. ახორციელებს პროგრამას „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“. პროგრამის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესება დასაქმებისთვის რელევანტურ სექტორებში.


საქართველოში GIZ მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (MoESCS) 17 დუალური პროფესიული პროგრამის განვითარებაში ღვინის, ტურიზმის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის და მშენებლობის სექტორებში. ამჟამად, სასწავლო პროგრამებში 60 კომპანია და ბიზნესის წევრობის ორგანიზაციები (BMOs) მონაწილეობენ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up