გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

access_time2019-12-11 19:30:09

“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა მიიღონ.


თუ კი მგზავრი ჯავშანს არ გააუქმებს, მაშინ მას დაეკისრება დამატებითი მოსაკრებელი 5.53 ევროს ოდენობით გერმანიასა და ევროკავშირის შიდა რეისებზე და 9,96 ევრო ევროკავშირის საზღვრებს გარეთ.


Ryanair-ის ინფორმაციაში ნათქვამია, გერმანიის ბუნდესტაგმა საავიაციო გადასახადის ზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ ფონზე კი, 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ დაგეგმილ რეისებზე, ავიაკომპანიებს მგზავრისგან აღნიშნული გაზრდილი გადასახადის ამოღება მოუწევთ.


ავიაკომპანია კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად სხვა პრიორიტეტებს ასახელებს. კომპანიის აზრით, უნდა მოხდეს ინვესტირება ახალი საჰაერო ხომალდები შეძენაში, ასევე უნდა მოაგვარდეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის პრობლემა, რადგანაც გრძელი მარშრუტებზე ფრენის გამო, ნახშირორჟანგის ემისია 10%-ით იზრდება.



შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ შიდა და ევროპულ რეისებზე, საავიაციო გადასახადი გააძვირა და ის მოკლე დისტანციაზე (ზონა 1) 7,38 ევროდან 13.03 ევრომდე გაზარდა.გადასახადი საშუალო დისტანციაზე, რომელიც 6000 კმ-მდე მანძილს მოიცავს (ზონა 2), 23.05 ევროდან 33.01 ევრომდე განისაზღვრა.


ხოლო მოსაკრებელი გრძელ მაგისტრალურ რეისებზე (ზონა 3), 41,49 ევროდან 59.43 ევრომდე გაძვირდა.გერმანიის მთავრობის გათვლებით, 2020 წელს საავიაციო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 470 მილიონი ევრო იქნება. 12 თვეზე გადაანგარიშებით კი შემოსავალი დაახლოებით 785 მილიონი ევროს მიაღწევს.


გადასახადის განაკვეთის ზრდას, გერმანიის მთავრობაში, გარემოს დაცვით და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სურვილით ხსნიან.


იმისათვის, რომ მგზავრების სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების სტიმულირება მოხდეს, ავიაბილეთებზე გადასახადის ზრდის პარალელურად, გერმანიის მთავრობა საქალაქთაშორისო მატარებლის ბილეთებზე დღგ-ს განაკვეთის 19%-დან 7%-მდე შემცირება აპირებს.


წყარო: avianews.ge





გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up