გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ევროკავშირში მოკლემაგისტრალური ავიარეისების გაუქმებას მოითხოვს

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ევროკავშირში მოკლემაგისტრალური ავიარეისების გაუქმებას მოითხოვს

access_time2021-05-21 22:30:00

BBC-ის ცნობით, ევროკავშირის მაღალი დონის ჩინოვნიკებმა, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე მუშაობენ, გერმანელი „მწვანეების“ მოწოდება გაიზიარეს, რომ სარკინიგზო გადაყვანებზე ფასები უნდა შემცირდეს, ხოლო ავიასაწვავზე გადასახადები დაწესდეს. ცვლილებების მიზანი ისაა, რომ რკინიგზით მგზავრობა ავიაფრენებზე პოპულლარული გახდეს.


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსი აცხადებს, რომ საავიაციო ნავთზე და სხვა საწვავზე გადასახადების დაწესებას ემხრობა. მისი თქმით, წელიწადში 10-ჯერ ან 12-ჯერ არავინ უნდა დაფრინავდეს. თუმცა ტიმერმანსმა მხარი არ დაუჭირა გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერ ანალენა ბერბოკის მოწოდებას, რომ მოკლე მანძილზე ფრენები საერთოდ აიკრძალოს. გერმანიაში ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ნავთი, რომელიც თვითმფრინავების საწვავად გამოიყენება, ენერგეტიკული გადასახადებისგან გათავისუფლებულია.


„ოჯახი, რომელიც მატარებლით მოგზაურობს, ბილეთზე იმაზე ბევრად ნაკლებ თანხას უნდა ხარჯავდეს, ვიდრე მოკლემაგისტრალურ ავიარეისზე ხარჯავს. გრძელვადიან პერსპექტივაში მოკლე დისტანციის რეისები აღარ უნდა არსებობდეს,“ - აცხადებს ანალენა ბერბოკი. მისი თქმით, მწვანეთა პარტიის მთავრობის პირობებში, წარსულს ჩაბარდება ისეთი საბიუჯეტო რეისები, როგორიცაა, მაგალითად, მაიორკაზე 29 ევროდ გადაფრენა.


„ასეთ დემპინგურ ფასებს ავიასაწვავზე გადასახადების დაწესება შეაჩერებს,“ - აცხადებს „მწვანეების“ ლიდერი.



თავის მხრივ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსი მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირის მოქალაქეებს დაარწმუნებენ, წელიწადში მხოლოდ ერთი რეისით ისარგებლონ, მაშინ „არც კლიმატისთვის და არც მათი საფულეებისთვის არანაირი პრობლემა აღარ იარსებებს.“


სექტემბრში ჩანიშნული საყოველთაო არჩევნების წინ გერმანიის მწვანეთა პარტიის პოპულარობა მეტად გაზრდილია, ხოლო ანალენა ბერბოკი კანცლერის პოსტზე კანდიდატად არის დასახელებული. ზოგიერთი გამოკითხვით, „მწვანეები“ მერკელის „ქრისტიან-დემოკრატებს“ უსწრებენ კიდეც და თუკი ასეთი რეიტინგი შეინარჩუნეს, შესაძლოა, გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის სათავეში მოვიდნენ, ხოლო ბერბოკი კანცლერი გახდეს.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up