„ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ოპოზიციის არჩევანია ამაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა“

„ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ოპოზიციის არჩევანია ამაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა“

access_time2022-07-04 23:30:00

„ევროკომისიის 12-პუნქტიანი პრიორიტეტების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ოპოზიციის არჩევანია ამაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება საქართველოს სახელმწიფოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ნაწილს წარმოადგენს.


„ხანდახან 19 აპრილის შეთანხმების არსს ვერ იგებენ. 19 აპრილის შეთანხმება იყო შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ევროკავშირი შუამავლად გამოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადს და ასოცირების დღის წესრიგს, ეს არის სახელმწიფოს ურთიერთობა ევროკავშირთან, მათ შორის ვალდებულებები, რომელიც აღებული გვაქვს როგორც სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



მისივე თქმით, დიდია რისკი იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილმა პროცესს ხელს შეუშალოს, რათა ამ გზით ხელისუფლება შეცვალოს.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ და ანგარიშს საზოგადოებას ჩავაბარებთ, რათა საბოლოოდ გამოჩნდეს, ვინ არის ის, ვისაც უნდა ევროპა და მოძრაობს ამ ტრაექტორიით როგორც სიტყვით, ასევე საქმით და ვინ არის ის, ვინც პროცესს უშლის ხელს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


„ინტერპრესნიუსი“


თეგები:
ოლაფ შოლცი



ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up