გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტიის, გაერთიანება 90/მწვანეების (Bündnis 90/Die Grünen), კანდიდატი გერმანიის კანცლერის პოსტზე მომავალ არჩევნებზე იქნება ანადლენა ბერბოკი.
პარტიის თანათავმჯდომარემ, რობერტ ჰაბეკმა გამოაცხადა, რომ „ორივეს გვსურს ეს თანამდებობა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთმა შეიძლება დაიკავოს ის. დღეს დადგა მომენტი, როცა ვაცხადებთ, რომ მწვანეთა პირველი კანდიდატი კანცლერის პოსტზე იქნება ანალენა ბერბოკი“.
ბერბოკი 40 წლისაა, ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია.
www.radiotavisupleba.ge