გერმანიაში COVID19-ის პანდემიის გამო ეკონომიკა 6,5%-ით შემცირდა. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, ეკონომიკის ვარდნა კიდევ არის მოსალოდნელი, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.
„მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის პანდემია გერმანიის ეკონომიკის მასშტაბურ ვარდნას გამოიწვევს. ეს ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე მაჩვენებელი იქნება“, - ამბობს ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი ლარს ფელდი.
მისი პროგნოზით, მშპ თავის ნორმალურ დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge