გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის დამტკიცება და აღნიშნა, რომ ვაქცინა სათანადო შემოწმების გარეშე შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.
„საუბარი არ არის იმაზე, რომ პირველი იყო. ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხო უნდა იყოს. ამ ვაქცინისადმი ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია ტესტირების ჩატარება და ყველაფერი საჯარო უნდა გახდეს“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
იენს შპანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება ვაქცინის შექმნის საკითხში გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო.
„პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ძალიან ცოტა რამე ვიცით, რადგან რუსეთის ხელისუფლებას გამჭვირვალობა აკლია. ჩვენ ვიცით, რომ არ ჩატარებულა მე-3 ფაზის ტესტირება. შესაბამისად, არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები ადამიანების ფართო სპექტრზე და ამის გამო, შეიძლება საშიში იყოს მისი ნაადრევი გამოყენება“, - დასძინა მან.
2020 წლის 11 აგვისტოს რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა - „სპუტნიკ -V“- ოფიციალურად დაამტკიცა.
imedinews.ge