გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ქვეყნის 16-ვე რეგიონს კორონავირუსის მესამე ტალღის შემცირების მიზნით შეზღუდვების დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შპანმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„გასულის წლის შემოდგომიდან ვიცით რა ხდება, როდესაც სწრაფად არ ვმოქმედებთ”, - აღნიშნა შპანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ვაქცინაციის კამპანიის ტემპი დაჩქარებას იწყებს. მისი თქმით, აპრილის ბოლოს მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს ვაქცინის მინიმუმ პირველი დოზა ექნება მიღებული და ზაფხულის ბოლოსთვის ვაქცინაციის შესაძლებლობა ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს. ამასთან, იენს შპანმა განმარტა, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ე.წ. „კოლექტიური იმუნიტეტის“ მიღწევა მიმდინარე წლის მესამე კვარტლამდე ვერ მოხდება.
გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 8 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. რობერ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლოთარ ვილერმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებში შექმნილი ვითარება „დრამატულია” და პოლიტიკოსებს მოუწოდა, მესამე ტალღის შესასუსტებლად სწრაფად იმოქმედონ.
IPN.GE