გერმანიის ქალაქ ოფენბახში პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 3 წევრი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ მაინის ფრანკფურტის პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი მაკედონური წარმოშობის გერმანიის 24 წლის მოქალაქეა, მისი თანამზრახველები კი თურქეთის მოქალაქეები არიან.
„ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ექსტრემისტული ლიტერატურა და მეხსიერების ბარათები. გარდა ამისა, მთავარი ეჭვმიტანილის სახლში პოლიციამ ბომბის დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები და ინსტრუმენტები იპოვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
დაკავების ოპერაციაში 170 პოლიციელი მონაწილეობდა.
imedinews.ge