გერმანიის კანცლერი და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრები სპორტული ღონისძიებებისა და ყველა მაღაზიების მუშაობის განახლების შესახებ შეთანხმდნენ.
კანცლერსა და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრების ტელეკონფერენციის შედეგად გადაწყდა, რომ მაღაზიების ფუნქციონირებაზე დაწესებული მაქსიმალური ფართობის შეზღუდვა მოიხსნება. ასევე პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36 საფეხბურთო კლუბი მაისის მეორე ნახევარში თამაშების ჩატარების განახლებას შეძლებენ, რომელიც მარტში შეწყდა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო. თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
სოციალური დისტანცირების ზომების მოქმედება 5 ივნისამდე გახანგრძლივდა. უახლოეს დროში დაშვებული გახდება ნათესავების შეხვედრა. ასევე შერბილდება შეზღუდვები საავადმყოფოებისა და მოხუცებულთა სახლების მონახულებაზე.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 164 807 ადამიანი დაინფიცირდა, 6 996 გარდაიცვალა, ხოლო 137 400 კი გამოჯანმრთელდა.
imedinews.ge