გერმანია ზოგიერთ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კერძოდ, 8 მარტიდან იმუშავებს წიგნისა და ყვავილების მაღაზიები, კოსმეტიკური სალონები, ავტოსკოლები და საპილოტე სასწავლებელი. დანარჩენი მაღაზიები, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები დახურული რჩება.
დღეიდან ასევე ნებადართულია 5-მდე ადამიანისა და 2 მასპინძლის შეკრება, 14 წლამდე ბავშვები არ ითვლებიან.
imedinews.ge