გერმანიაში სეზონური სამუშაოებიდან ვადამდე დაბრუნებულები საქართველოს სახელმწიფოსგან 18 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვენ

გერმანიაში სეზონური სამუშაოებიდან ვადამდე დაბრუნებულები საქართველოს სახელმწიფოსგან 18 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვენ

access_time2021-09-14 15:00:33

გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამით მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნდნენ, საქართველოს სახელმწიფოსგან 18 000 ლარის გადახდას ითხოვენ. აქედან 3 000 ლარი მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 15 000 ლარი კი ის თანხაა, რომელიც მათ, წესით, საქართველოში უნდა ჩამოეტანათ. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ პროგრამის ბენეფიციარი ჯაბა ჩაჩანიძე საუბრობს.



,,თვეები ისე გადის, რომ ჩვენს საქმესთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ არის, ელემენტარულად, მთავრობის მხრიდან გამოხმაურებაც არ მოჰყოლია. ჩვენი მთლიანი ჯგუფიდან 10 კაცი დარჩა გერმანიაში იმ იმედით, რომ შეიცვალოს სიტუაცია და წასვლის წინ მაინც ჩაურიცხონ თანხა. 1 თეთრი არ ჩამოუტანია არავის, ამაზე მთელი პასუხისმგებლობით ვსაუბრობ. ხელცარიელი დაბრუნდა ჩვენი ჯგუფი. მიმაჩნია, რომ არავის არ უნდა შერჩეს მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ დასაქმების სააგენტომ ნაკისრ ვალდებულებას რეალურად ვერ გაართვა თავი და ვერ დაიცვა დასაქმების პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები. სასამართლო 11 ადამიანის საქმეს განიხილავს, თუმცა დაზარალებული გაცილებით მეტია. ჩვენ მოგვატყუეს, 15 000 ლარს ველოდით, მაგრამ 1 თეთრი არ ჩამოგვიტანია სამშობლოში. სრულად ვითხოვთ ამ თანხის კომპენსაციას. ამას დამატებული მორალური ზიანის ანაზღაურებას 3 000 ლარის ოდენობით. არ ვაპირებთ გაჩერებას, ბოლომდე მივყვებით. ჩვენი სასამართლო სისტემა თუ არ დაგვიცავს, სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ, მაგრამ იმედია, აქამდე არ მივა საქმე“, - ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე.



სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ამბობს, რომ გაცილებით უკეთესად შეძლებდა დასაქმებას და ხელფასის გამომუშავებასა, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ეცადა გერმანიაში დასაქმება.



,,გერმანიაში ადრეც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. უფრო ამის გამოც გადავწყვიტე პროგრამაში ჩართვა, მაგრამ არ გამიმართლა, როგორც იმ ადამიანებს, ვინც დროზე ადრე დაბრუნდა სამშობლოში. სამწუხაროდ, არც იმ ადამიანების მდგომარეობაა სახარბიელო, ვინც დარჩა. ელოდებიან, რომ მიზერულ თანხას მაინც აიღებენ და წამოვლენ სამშობლოში. წინასწარ რომ გვცოდნოდა, ასე მოხდებოდა, 95% უარს იტყოდა გერმანიაში გამგზავრებაზე. ფაქტია, რომ სახელმწიფომ ვერაფერი გააკეთა უსაფრთხო დასაქმებისა და შემდგომ უკვე, ჩვენი უფლებების დასაცავად. ამ ეტაპზე 11 ადამიანის საჩივარი განიხილება, მაგრამ არც სხვები გაჩერდებიან, ჩემი ჯგუფიდან ყველა შეიტანს სარჩელს, მაქვს კომუნიკაცია ამ ხალხთან და მათი პოზიცია ცნობილია. ეგონათ, მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებდნენ ევროპაში დასაქმებით, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე.




მისი ინფორმაციით, დაზარალებულთა საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს. პირველი სხდომა დეკემბერშია ჩანიშნული. დასაქმების პროგრამაში მონაწილეების უფლებებს სასამართლოში ,,გაერთიანებული პროფკავშირები“ დაიცავს.



დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში კი ,,კომერსანტს“ განუცხადეს, რომ  ყოველდღიური კონტაქტი აქვთ გამგზავრებულ პირებთან და ამ დრომდე, დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი  მხოლოდ ერთი ჯგუფის შემთხვევაში დაფიქსირდა. უწყების განცხადებით,   სხვა ჯგუფების წევრთა უმრავლესობა კი საქართველოში ბრუნდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ, დამატებითი ფინანსური რესურსით და გამოცდილებით.



,,რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს - ბუნებრივია, ამ პროცესშიც, ისევე როგორც ზოგადად შრომით ურთიერთობებში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, არის ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები და მოლოდინები არ ემთხვევა ერთმანეთს ან არის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევა, რის საფუძველზეც, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წყდება შრომითი ურთიერთობა“, - განმარტავენ სააგენტოში.


გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლის მსურველთა რაოდენობა 100 ათასსაც კი აჭარბებდა, მაგრამ მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა.



მარი ჩიტაია





ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up