გერმანიაში რესტორნებისა და სასტუმროს ბიზნესისთვის კორონავირუსის  კრიზისი ძლიერი დარტყმა გახდა

გერმანიაში რესტორნებისა და სასტუმროს ბიზნესისთვის კორონავირუსის კრიზისი ძლიერი დარტყმა გახდა

access_time2020-04-24 18:30:21

გერმანიის ეკონომიკის ექსპერტები ინდუსტრიას აფრთხილებენ გარდაუვალი გაკოტრების შესახებ, ხოლო გერმანიის ფედერალური მთავრობა დახმარების მზადყოფნას უცხადებს სტუმარ-მასპინძლობის ინდისტრიას. ფინანსთა ფედერალური მინისტრი, ოლაფ შოლზი ფინანსური დახმარების პერსპექტივას პირდება სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდნენ COVID-19 პანდემიის დროს.


მარტის დასაწყისში, გასტრონომიის პრობლემები არ იქნა გათვალისწინებული გერმანიის ხელისუფლების მიერ. სტუმარმასპინძლობის სფერო აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ კვების ბიზნესს არ შეეხო არავითარი შეღავათი. რესტორნები და სასტუმროები ღია წერილით მიმართავენ ხელისუფლებას, წერილიზე ხელს აწერს 220 000 – ზე მეტი კვების ობიექტი, სადაც დაახლოებით 2.4 მილიონი თანამშრომელია სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ.


”რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობას, სტუმარმასპინძლობის სფეროს რა ტიპის დახმარება ესაჭიროება. პირველ რიგში, ჩვენ ვაკვირდებით იმ სექტორებს, რომელსაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროება. სასტუმროსა და რესტორნების ინდუსტრია კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია.” - თქვა ინტერვიუს დროს, ოლაფ შოლციმ.


პიტერ ალტმაიერმა, ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა, განუცხადა Bild am Sonntag- ს ინტერვიუში სტუმარმასპინძლობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით: გასაგებია, რომ რესტორნებს და სასტუმროებს სჭირდება დაუყოვნებლივ დახმარება, რათა კომპანიების უმეტესობა არ გაკოტრდეს.



გერმანიის სასტუმროებისა და რესტორნის ასოციაცია (Dehoga) ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მიახლოებით 223 000 კომპანიამ დაკარგა შემოსავალი, რომელიც აპრილის ბოლოს, 10 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ”მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, ყოველი მესამე კომპანია გაკოტრების პირასაა,” - ამბობს Dehoga– ს აღმასრულებელი დირექტორი, ინგრიდ ჰარტსი. ”ეს არის 70,000 კომპანია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ მრავალფეროვნებას ქმნიან”.


სახელმწიფოს დახმარება ერთადერთი გზაა მცირე კომპანიების გაკოტრების ტალღების თავიდან ასაცილებლად, ისეთი ბიზნესის როგორიცა, ბარები, რესტორნები და კაფეები ამბობს მემარჯვენე ჯგუფის თავმჯდომარე დიეტმარ ბარხი. ტურიზმის სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, ბერლინის პროფესიული კავშირის მიერ, აღინიშნა: გასტრონომიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბერლინისთვის და არ შეუძლია გაუმკლავდეს გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისს იმის გამო რომ საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია პანდემიის გამო, გერმანიის ხელისუფლება კონცენტრირდება შიდა ტურიზმის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე, იმედია გაუმკლავდებიან კრიზისს.


ვინაიდან საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია პანდემიის გამო, გერმანიის ხელისუფლება კონცენტრირდება შიდა ტურიზმის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე, ჩვენ კი, მივადევნებთ თვალს და მოგაწვდით ერთ თვეში ინფორმაციას, გერმანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ.


forbes.ge


თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up