გერმანიაში ქართული ღვინო წარადგინეს

გერმანიაში ქართული ღვინო წარადგინეს

access_time2021-11-28 11:28:08

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის  წარდგენა გაიმართა.  როგორც კომერსანტს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations მიერ იყო ორგანიზებული  და მას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.   

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.

ცნობისთვის, ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია იწყება. საუბარია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ბრენდ კომპანია Kind of Guise-ის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებში მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს. წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებითა და საქართველოს ტურისტული ადგილებით. ის წიგნი Kind of Guise-ის ფილიალებში, გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში, გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებითაც.

ცოტა ხნის წინ მსოფლიოში პირველი ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმი საქართველოში დაარსდა. ღვინის დარგის ექსპერტების პროგნოზით, ეს იქნება პირველი ღვინის ინდუსტრიის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინის კონსორციუმი მსოფლიოში და ეს ინოვაციური ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის ვერიფიკაციას, მისი გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტიანობის გაზრდას, მეღვინეობებისათვის დამატებითი კაპიტალისა და ფინანსების მოზიდვას, საექსპორტო პროცედურების გამარტივებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხისა და ფასის ამაღლებას. კონსორციუმის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ქალი მეღვინეებისადმი, შესაბამისი სპეციალური პროგრამებისა და გადამზადების მეშვეობით.


ცნობისთვის, ქართული ღვინო უკვე წარმატებით იყიდება ბლოკჩეინ პლატფორმებზე. ეს კარგი პრეცედენტი მაგალითია სხვა მეღვინეობებისთვისაც, რომელთაც კონსორციუმი საშუალებას მისცემს მარტივად გაყიდონ თავიანთი ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.


ღვინის ბაზრის ექსპერტების მტკიცებით, დეცენტრალიზებული ფინანსების ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობის ფინანსებისა და კაპიტალის ინვესტირებისა სხვადასხვა ინდუსტრიებში. მათივე ინფორმაციით, კოსორციუმის ფარგლებში მხოლოდ ღვინისათვის დაგეგმილია ასეთი 100 მილიონამდე ინვესტირების მოზიდვა ქართული მეღვინეობების ხელშესაწყობად.

აღსანიშნავია, რომ არსებობს მოსაზრება, რომ ღვინის გლობალური ბლოკჩეინ პლატფორმა ტრადიციულ ბაზრებს 10-20 წლიანი პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩაანაცვლებს.


რაც შეეხება, ღვინის ტურიზმის პოტენციალს საქართველოში, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს. 2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი. წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 28 ახალი ღვინის ტურიზმის მასპინძელი ობიექტისათვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი. საბოლოო ჯამში წელს პროექტში 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი , გურია და რაჭა-ლეჩხუმი. ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 6 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს და პროექტი ოქტომბერში სრულდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს. USAID-ის პროექტის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.

რაც შეეხება ღვინის ადგილობრივ ბაზარს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის რთველის დროს გამოიკვეთა, რომ მევენახეებისთვის პრიორიტეტი გახდა ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. სააგენტოს მტკიცებით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვენახის სწორი მოვლა და ყურძნის კონდიცია უმთავრესია მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, რაც, შემდგომ, განსაზღვრავს მის რეპუტაციას და ფასს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.


ქართული ღვინის ისტორიაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრს მიმდინარე წლის ზაფხულზე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა.  ის პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.  ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენებაეროვნულ საღვინე ჭურჭელს - ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს. ქვევრის ღვინოს დღეს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში მისი წილი. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ.

საქართველოზე ალკოჰოლური სასმელების მსოფლიო ბაზრის 1%-ზე ნაკლები მოდისგლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2027 წლისთვის $445 მილიარდ დოლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი წლიურად 6%-ით გაიზრდება. გლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2019 წელს $364 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. პანდემიურ 2020 წელს ქვეყანამ $342.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები დააექსპორტა.

საქართველოს მთავრობამ წელს  გაააქტიურა ღვინის მწარმოებელთა შემოწმება. შიდაბაზარზე ღვინის ხარიხს ღვინის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. საექსპორტო ღვინოს კი, სააგენტოსთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამოწმებენ. ეს იქნება ფრანგული აუდიტორული კომპანია Bureau Veritas-ი ან შვეიცარიული აუდიტორული კომპანია SGS -ი.

ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის უცხოური კომპანიები შეირჩა: პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს ხოლო იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კომპანია „Red Bridge” იმუშავებს.

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. წელს  ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის. ღვინის მცირე მწარმოებლები ღვინის საერთაშორისო მარკეტინგში ჩართვას ითხოვენ.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია, ის ასევე 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდა. წელს ვენახში ყურძნის ხარისხი ახლებურად გაკონტროლდა.

როგორც წესი,  ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა. ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ვენახების ერთიანი კადასტრი ახლდება. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთის მუნიციპალიტეტებში, ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა დაიწყო ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება. კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ ეტაპზე, რაზეც მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში წელსაა დაგეგმილი. ვენახების ერთიანი კადასტრი მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების საკადასტრო სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. ვინაიდან მას შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვენახების ფართობები, მიმდინარე წელს მონაცემების განახლების მიზნით განხორციელდება „ტვიშისა“ და „ხვანჭკარის“ მიკროზონების აეროგადაღებები.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up