გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა - DW

გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა - DW

access_time2022-12-07 17:45:52

 

 

 

გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობაში ეჭვმიტანილი 25 პირი დააკავეს. გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

 

 

როგორც Deutsche Welle იუწყება, ბუნდესტაგის შტურმის მომზადების ბრალდებით დააკავეს გერმანიის 24 მოქალაქე და რუსეთის ერთი მოქალაქე. ამავე საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავეს ავსტრიასა და იტალიაშიც.


 

 

გერმანული პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის პრინცი ჰაინრიხ XIII, რომელსაც შეთქმულების მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებდნენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჰაინრიხ XIII-ს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან, რათა მთავრობის დამხობის შემდეგ გერმანიაში ახალი წესრიგი ჩამოეყალიბებინა. როგორც მედია წერს, დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჰაინრიხ XIII-ს ამ კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.

 

 

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არიან ბუნდესვერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი წევრი და რამდენიმე რეზერვისტი. წინასწარი ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობით, შეთქმულების მონაწილეები ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების მძევლად აყვანას გეგმავდნენ. პროკურატურის ვერსიით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ გერმანიაში არეულობა დაიწყებოდა, რასაც გადატრიალება მოჰყვებოდა.

 

1tv


თეგები:
გერმანია



შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება
access_time2023-02-07 00:30:47
...

მიწისძვრის შედეგად სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

მიწისძვრის შედეგად  სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
access_time2023-02-06 23:55:12
ორშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, რომელიც ორშაბათს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალდა,  4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას...

Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

 Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
access_time2023-02-06 23:00:27
Dell-ი  თანამშრომლების 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას cnnbusiness ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო. Dell დაახლოებით  133,000 ადამიანს ასაქმებს, როგორც კომპანიის  წარმომადგენელმა cnn-ს უთხრა ეს 5% იანი შემცირება იქნება რაც რაოდენობრივად 6500-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.   კომპიუტერულმა...

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა  $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს
access_time2023-02-06 21:00:48
თურქეთსა და სირიაში  ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასობით შენობა განადგურდა. წინასწარი მონაცემებით ზარალი  1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა reinsurancene  აქვეყნებს.   მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრებს 1939...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
access_time2023-02-06 19:55:44
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით  იუწყება, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპა. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის - ო.ც.-ს დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.   „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს...


მსგავსი სიახლეები

up