გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების პროგრამა გაგრძელდება

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების პროგრამა გაგრძელდება

access_time2021-09-15 15:00:55

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური სეზონური დასაქმების პროგრამა გაგრძელდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან არსებულ შეთანხმებათა განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება.



,,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმების ფარგლებში გამოიკვეთა ისეთი დამსაქმებლები, სადაც უკვე საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და შრომით ურთიერთობაში მყოფი ორივე მხარე კმაყოფილია. დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა კი სამშობლოში ჩამოიტანეს თავიანთი დანაზოგი, გამოცდილება, რომელსაც ცხადია გამოიყენებენ შეხედულებისამებრ. დაბრუნებული მოქალაქეების გამოკითხვისას ნაწილი გამოთქვამს სურვილს, მომავალ წელს ისევ ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. რასაკვირველია, კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა პროგრამის მიმდინარეობაზე. აღსანიშნავია, რომ გარკვეულწილად, არსებულმა ვითარებამ შეამცირა მოთხოვნა გერმანელ დამსაქმებელთა მხრიდან უცხოურ სამუშაო ძალაზე, თუმცა პროგრამა მიმდინარეობს ისე, რომ გათვალისწინებულია სამივე მხარის (გამგზავნი, მიმღები ქვეყნები და პროგრამით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქე) ინტერესი და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“, - განმარტავენ უწყებაში.



პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დამსაქმებელთა მხრიდან ასევე ხდება შეთანხმების ფარგლებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ტესტირება, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული რეგულაციების მიხედვით.



პროექტის მიზანია ასევე მოხდეს ქვეყნიდან არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მოქალაქეები აღარ მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად.




რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც გერმანიაში დასაქმებული მოქალაქეების შრომის უფლებების დარღვევას ეხება, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ყოველდღიური კონტაქტი აქვთ გამგზავრებულ პირებთან და ამ დრომდე, დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი მხოლოდ ერთი ჯგუფის შემთხვევაში დაფიქსირდა, სხვა ჯგუფის წევრთა უმრავლესობა კი საქართველოში ბრუნდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ, დამატებითი ფინანსური რესურსით და გამოცდილებით.



ცნობისთვის, 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 13 სექტემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით საქართველოს 211-მა მოქალაქემ ისარგებლა.



შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამით მომუშავე საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი, რომლებიც დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნდნენ, სახელმწიფოსგან 18 000 ლარის გადახდას ითხოვენ. აქედან 3 000 ლარი მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 15 000 ლარი კი ის თანხაა, რომელიც მათ, წესით, საქართველოში უნდა ჩამოეტანათ.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up