გერმანიაში ელექტრომობილების მყიდველები 4 ათას ევროიან პრემიას მიიღებენ

გერმანიაში ელექტრომობილების მყიდველები 4 ათას ევროიან პრემიას მიიღებენ

access_time2016-04-27 18:30:37

გერმანიის მთავრობა და საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ელექტრომობილების მყიდველებს პრემიას გადაუხდიან. შეთანხმების თანახმად, ელექტროქარის შეძენის შემთხვევაში მისი ღირებულების ნაწილი, ოთხი ათასი ევროს ოდენობით, ანაზღაურებულ იქნება.   

 

Deutsche Welle–ს ინფორმაციით, ამ ხარჯებს სახელმწიფო და ავტომწარმოებლები გაიყოფენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიის საერთო მოცულობამ შესაძლოა 1,2 მილიარდი ევრო შეადგინოს. აღნიშნულ თემაზე იგეგმება ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ვოლფგან შოიბლეს, ასევე ეკონომიკის მინისტრის ზიგმარ გაბრიელისა და ტრანსპორტის მინისტრის ალექსანდრ დობრინდტის გამოსვლა.

 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. განიხილებოდა 5 ათასევროიანი კომპენსაციის გაცემა ფიზიკური პირებისთვის და სამი ათასის მეწარმეებისთვის. პრემიების გაცემა გათვალისწინებული იყო ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებისთვისაც. 

 

მანამდე გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ამუშავებს ელექტრომობილების მშენებლობის სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ელექტროდამტენი სადგურების დიდი ქსელის შექმნას და ელექტრომობილებზე გადასვლის სტიმულირებას. გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის ქვეყნის გზებზე სულ მცირე მილიონი ელექტრომობილი უნდა მოძრაობდეს. ახლა გერმანიაში 25,5 ათასი ელექტრომობილი და 130 ათასი ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანაა.


ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას საქართველოს ხელისუფლებაც გეგმავს: ცნობილია, რომ პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება. კერძოდ,  


 

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდება. შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე.

 

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირებას ავტოდილერები დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ ეს შეღავათი ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნას 50%-ით გაზრდის. 


ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში გაიზარდა ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა და 3-დან 5%-ს მიაღწია.

 

კომპანია "მაი ავტოშოპის" ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე აცხადებს, რომ ძველი ავტოპარკის განახლება აუცილებელია. მით უფრო, რომ ჰიბრიდული მანქანები მარცხენა საჭიანებია, რომლებსაც საჭის გადატანა არ სჭირდება და პრობლემას არ შეუქმნის თბილისის მანქანების მოძრაობას. 

 

"ჰიბრიდული მანქანები ჩამოგვყავს აშშ-დან. გააჩნია, რომელ წლიანია, რა მდგომარეობაშია, ფასებიც ამის მიხედვით მერყეობს- გვაქვს 3500 დოლარიდან დაწყებული მანქანები, ასევე, ფასები იწყება 5800 ლარიდან 10 ათას ლარამდე. შეგიძლიათ, ჩამოიყვანოთ 6-7 წლის მეორადი ავტომობილიც.


ჰიბრიდულ მანქანას ერთდროულად ორგვარი სისტემა აქვს-ელექტრო და ჰიბრიდული. ავტომობილს მოჰყვება სისტემა, შეაერთებთ სახლში დენის წყაროში, ჩვეულებრივად დაიტენება მანქანა და გადის 400-500 კილომეტრს. სავარაუდოდ, დატენვა ორი ლარი ჯდება. რაც შეეხება სადგურენს, სადაც ქუჩაში სამოძრაოდ გასული ჰიბრიდული მანქანის დატენვა უნდა მოხდეს, ეს სადგურები ჩვეულებრივად უნდა იდგეს პარკინგებზე და იქ განახორციელონ დატენვა, რისთვისაც გადაიხდიან საფასურს. სხვათა შორის, ამ პროექტზე მე ვმუშაობ. ასევე, აუცილებელია დატენვის სისტემა განთავსდეს სხვა დიდ ქალაქებშიც-ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში", - აღნიშნა გიორგი ბარაბაძემ და დასძინა, რომ ნისანსაც, მერსედესსაც, ტოიოტასაც, ბმვ-საც ჰყავს ჰიბრიდული ავტომანქანები, რომლებიც ჩვეულებრივად იტენება. მისივე პროგნოზით, ჰიბრიდული ავტომანქანებით ჩვენი ავტოპარკი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის 90%-ით განახლდება.



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up