გერმანია Astrazeneca-ს პრეპარატთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის და 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
მერკელმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა საკმარისი მონაცემები აჩვენა.
მანამდე, ქვეყანამ პრეპარატი დაამტკიცა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის იმ მოტივით, რომ ხანდაზმულ ადამიანებში პრეპარატის ეფეზტურობაზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობდნენ.
ბრიტანული მედია წერს, რომ ამან საზოგადოებაში სკეპტიციზმი გამოიწვია, ზოგიერთმა გერმანელმა კი დოზები საერთოდ აღარ გამოიყენა.
ბელგიამაც განაცხადა, რომ ასევე დაამტკიცებს ვაქცინას ხანდაზმული ადამიანებისთვის, საფრანგეთი კი - მიმდინარე კვირას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge