გერმანიაში 2 ნოემბრიდან ახალი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება

გერმანიაში 2 ნოემბრიდან ახალი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება

access_time2020-10-29 10:00:00

გერმანიაში 2 ნოემბრიდან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა რეგიონების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიაწოდა.


„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნაწილობრივი კარანტინის პირობებში, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს, დაიხურება რესტორნები და ბარები, გარდა გატანის მომსახურებისა, კვლავ გაუქმდება მსხვილი ღონისძიებები, შეზღუდვა დაწესდება ნაკლებად აუცილებელ მიმოსვლაზე, აიკრძალება სასტუმროებში ღამის გათენება, გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში ყველამ სახლიდან უნდა იმუშაოს. საჯაროდ შეხვედრებზეც წესდება შეზღუდვა და იკრძალება ორ ოჯახზე მეტის შეკრება, შეკრებილთა რიცხვი კი 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. იზღუდება გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირებაც, დაიკეტება თეატრები და კინოდარბაზები. დაიხურება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და საუნები.


რაც შეეხება სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ისინი ღია რჩება. კვლავ შესაძლებელი იქნება რელიგიური ღვთისმსახურებებისა და საპროტესტო აქციების გამართვა. მოხუცთა თავშესაფრებში დაშვებული იქნება მნახველების მიღება. ღია რჩება მაღაზიებიც.


„ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ ვითარებაში. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მწვავე საგანგებო ჯანდაცვითი ვითარება ეროვნულ დონეზე. თუკი ინფექცია ამ ტემპებით გავრცელდება, ჩვენ მივალთ ჯანდაცვითი სისტემის შესაძლებლობების ზღვარზე“ , - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერენციაზე.



მერკელის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი ბოლო ათ დღეში გაორმაგდა, ხოლო ინფიცირების 75% შემთხვევაში დაავადების გავრცელების წყარო დაუდგენელია. ორ კვირაში ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, კვლავ შეხვდებიან, რათა შეაფასონ, საკმარისად ეფექტურია თუ არა ახალი ზომები.


აქვე მერკელი ბიზნესებს დაჰპირდა, რომ ახალი ზომების შედეგად დაზარალებული კომპანიები ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებენ.


IPN.GE



თეგები:
შეზღუდვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up