გერმანიას სურს 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან ყოველწლიურად

გერმანიას სურს 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან ყოველწლიურად

access_time2022-01-22 20:30:37

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან დემოგრაფიული პრობლემებისა და სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს გერმანიის მმართველი პარტიის – „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ლიდერის, კრისტიან დურის განცხადებაზე დაყრდნობით.

დურმა ამ საკითხზე გერმანულ გამოცემასთან, WirtschaftsWoche-თან ისაუბრა.

„კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია მხოლოდ თანამედროვე საერთაშორისო საემიგრაციო პოლიტიკით. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ 400 000 კვალიფიციური მუშაკის ჩამოყვანის ნიშნულს უცხოეთიდან“, – განაცხადა დურმა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მმართველ კოალიციაში შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სპეციალისტების მოსაზიდად, მინიმალური ანაზღაურება  საათში 12 ევრომდე იყოს.


გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის შეფასებით, გერმანიაში სამუშაო ძალა წელს 300 000 ადამიანით შემცირდება, რადგან შრომის ბაზარზე პენსიაზე გასული ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა ჭარბობს ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელს. მიიჩნევა, რომ 2030 წელს გერმანიის შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი 5 მილიონს მიაღწევს.


წყარო: "ბათუმელები"




ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up