გერმანიის რკინიგზის ეროვნული ოპერატორი Deutsche Bahn-ი უკრაინის რკინიგზის სახელმწიფო კომპანია „Укрзализныця“-ს მართვას არ აპირებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ და მხარი დაუჭირონ სამეწარმეო და ტექნიკურ საკითხებში.
უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.
Imedinews.ge