გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ირანის მიერ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობით. შეთანხმების 36-ე პუნქტის თანახმად, დავების მექანიზმის ფარგლებში ამ საკითხს ერთობლივ კომისიას გადავცემთ“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ირანმა სრულიად 5 იანვარს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულ მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადება 8 იანვარს შესთავაზა.
ipn