გერმანიამ მკაცრი „ლოკდაუნი“ გააგრძელა

გერმანიამ მკაცრი „ლოკდაუნი“ გააგრძელა

access_time2021-01-20 13:50:00

გერმანიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები 14 თებერვლამდე გააგრძელა. გადაწყვეტილება მიღებულია დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების ფონზე.



16 დეკემბრიდან გერმანიაში მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები. დაკეტილია ყველა სხვა მაღაზია, სკოლები, საბავშვო ბაღები, კინოთეატრები, მუზეუმები, თეატრები, სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონები.



სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები დისტანციური რეჟიმით მუშაობენ. გერმანიის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, კონტაქტები აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანონ.




რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 47 600-ს აჭარბებს.



დეკემბრის ბოლოდან გერმანიაში მიმდინარეობს ვაქცინაცია ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის პრეპარატით. ამ ეტაპზე ცრიან ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებთ და პერსონალს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.



www.radiotavisupleba.ge






თეგები:
„ლოკდაუნი“



იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე
access_time2021-03-02 10:00:49
2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და მისი მოცულობა 367.56 მლნ ლარს უტოლდება, კლება 14 მლნ ლარია, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდა 3 მილიონი ლარია. საკონვერსიო ოპერაციებიდან კი სექტორმა 13.46 მლნ ლარის ზარალი მიიღო. გარდა შემოსავლებისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯების ნაწილშიც, რომლის მოცულობაც მიუხედავად საპროცენტო...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...


მსგავსი სიახლეები

up