გერმანიის მთავრობამ გასულ და მიმდინარე წელს იარაღის ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ნებართვები გასცა. Deutsche Welle ცნობით, ექსპორტის მოცულობა €4,824 მილიარდიდან €8,015 მილიარდამდე გაიზარდა.
გამოცემის ცნობით, ნებართვების მესამედი უცხოეთში იარაღის გაყიდვაზეა გაცემული, დანარჩენი კი სხვა სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე.
ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გერმანიიდან იარაღის ექსპორტის მოცულობამ €7,859 მილიარდი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი განხორციელდა უნგრეთში (€1,77 მილიარდი), ეგვიპტეში (€ 802 მილიონი) და აშშ-ში (€483 მილიონი).
imedinews.ge