გერმანია ტრანსპორტისთვის წყალბადის ტექნიკის 4 ახალ ცენტრს ქმნის

გერმანია ტრანსპორტისთვის წყალბადის ტექნიკის 4 ახალ ცენტრს ქმნის

access_time2021-09-06 19:00:00

მსოფლიოს წყალბადის ეკონომიკის ლიდერობის მიზნის მისაღწევად გერმანიამ ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გერმანიის მთავრობამ 290 მლნ ევრო გამოყო, 2024 წლამდე 4 ინოვაციურ–ტექნოლოგიური ცენტრის შექმნისა და დაფინანსებისთვის, რომლებიც სატრანსპორტო სფეროსთვის წყალბადის ტექნოლოგიების შემუშავებაზე იზრუნებენ: მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები, მატარებლები, სამდინარო და საზღვაო ხომალდები, თვითმფრინავები.



„ეს ცენტრები მრეწველობის სხვადასხვა მოთხოვნილებების გათვალისწინებით, განსხვავებულ ამოცანებზე იქნებიან ორიენტირებული“, – განაცხადა გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეას შოიერმა. პროექტის ფარგლებში ტენდერი 2 სექტემბერს დასრულდა. სულ, მთელი გერმანიიდან, 15 განაცხადი იყო შესული.


სამოდელო H2–რეგიონი ბავარიაში: „მწვანე“ წყალბადი ავტოტრანსპორტისთვის


სამინისტრომ, ინოვაციური და რეგიონული პოლიტიკის ინტერესების ერთობლივი გადაჭრის მიზნით, გადაწყვიტა, საბიუჯეტო სახსრები დასავლეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ გერმანიის საშუალო და მცირე ზომის ქალაქებში გადაენაწილებინა.



შედეგად, ერთ–ერთი ცენტრი, სამხრეთი, პატარა ქალაქ პფაფანჰაუზენში განთავსდა, სადაც სულ რაღაც 5 000–მდე ადამიანი ცხოვრობს. გამოყოფილი სახსრებიდან ლომის წილი – 100 მლნ ევრო, სწორედ ამ ქალაქში მიიმართება. ბავარიის სწორედ ამ მხარეში, მიუნხენიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, 2019–ის ბოლოს ამუშავდა პროექტი HyBayern, რომლის მიზანიცაა „მწვანე“ წყალბადის გამომუშავებისა და გამოყენების სამოდელო რეგიონის შექმნა.



ამისათვის აშენდება დანადგარი, რომელიც წყლის ელექტროლიზის მეშვეობით მიიღებს H2-ს. ეს დანადგარი არსებული ჰიდრო და მზის ელექტროსადგურების ენერგიას გამოიყენებს. მიღებული წყალბადით რეგიონში სამი გასამართი სადგური მომარაგდება, რომლებიც იმ 140 ერთეულ წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან, რომლებითაც ადგილობრივი კომუნალური და კერძო სასტუმროების აღჭურვაა დაგეგმილი. ეს არის დაახლოებით 30 ავტობუსი, დაახლოებით ამდენივე მსუბუქი ავტომობილი, რამდენიმე სატვირთო და 70–მდე ავტოჩამტვირთველი და ტრაქტორი.



ასე რომ, ამ პატარა ქალაქში მდებარე ინოვაციურ–ტექნოლოგიური ცენტრის მთავარი სპეციალიზაცია იქნება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების წყალბადის სისტემებით აღჭურვა. მითუმეტეს, ამ ქალაქიდან მიუნხენამდე მანძილი 100 კილომეტრია. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს BMW-სა და MAN-ის შტაბ–ბინები და სათავო ქარხნები. ეს ორივე კომპანია დღეს აქტიურად გადადის ელექტრომობილების წარმოებაზე და არ გამორიცხავენ წყალბადზე მომუშავე მანქანების გამოშვებასაც.





დუისბურგი: წყალბადის ცენტრი რურის რეგიონისთვის



ბავარიის ცენტრის შემდეგი სპეციალიზაციაა ავიამშენებლობისთვის კომპონენტებისა და ტექნოლოგიების შექმნა. მათ შორის საუბარია მსუბუქ ძრავიან თვითმფრინავებზეც. ბავარიაში დღეს აქტიურად ვითარდება აეროკოსმოსური დარგი.



გერმანიის დასავლეთში ახალი ცენტრი დუისბურგში განთავსდება. რაინზე მდებარე ამ ქალაქში, 500 000–იანი მოსახლეობით, ევროპაში უმსხვილესი სამდინარო პორტი მდებარეობს. ამდენად, სამეცნიერო და კონსტრუქტორული სამუშაოების ძირითადი ნაწილი ნაოსნობისა და შესაძლოა გემთმშენებლობაზეც მიიმართოს. აქვე შეიძლება შემუშავდეს ტექნოლოგიები სარკინიგზო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებებით, ვინაიდან სულ ახლოს მდებარეობს რურის რეგიონი, რომელიც მთავარი სამრეწველო მხარეა რეგიონში და ასევე მილიონიანი ქალაქი კიოლნი – უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი.




წყალბადზე მომუშავე ლოკომოტივებით ხემნიცის ცენტრი დაკავდება


გერმანიის აღმოსავლეთში, საქსონიის მიწაზე (ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია), წყალბადის ინოვაციურ–ტექნოლოგიური ცენტრი ქალაქ ხემნიცში განთავსდება (მოსახლეობა: 250 000 ადამიანი), რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტთან მდებარეობს.
საქსონიის ცენტრი ბერლინისგან 60 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო მისი სპეციალიზაცია იქნება სარკინიგზო ტრანსპორტი – ლოკომოტივი, ტრამვაი, ასევე სატვირთო, სამშენებლო მანქანები და სასოფლო–სამეურნეო მექანიზაცია.




ჰამბურგი და მისი მეზობლები: წყალბადი ნაოსნობისა და ავიაციისთვის



მეოთხე, ჩრდილოეთის ცენტრი ერთგვარი კლასტერი იქნება, ვინაიდან ის არა ერთ ლოკაციაზე, არამედ სამ წერტილში განთავსდება: ჰამბურგში (მოსახლეობა 1,8 მლნ), ბრემენში /ბრემერხაფენში (570 000/144 000) და შტადში (48 000). ბუნებრივია, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ საპორტო ქალაქებში ერთ–ერთი მთავარი მიმართულება იქნება საზღვაო ნაოსნობა.



თუმცა, ამ რეგიონშივე არიან თავმოყრილი გერმანული აეროკოსმოსური დარგის საწარმოები, რომლებიც, კერძოდ, ევროპული კონცერნის Airbus მფლობელობაში არიან. ამიტომ, ჩრდილოეთის კლასტერის კიდევ ერთი სპეციალიზაცია გახდება ავიამშენებლობა. გარდა ამისა, ამ რეგიონში გატესტეს მსოფლიოში პირველად წყალბადზე მომუშავე მატარებლები. ამის შემდეგ რეგიონულმა რკინიგზამ 14 ასეთი მატარებლის შეკვეთა გააკეთა, რომელთა მიწოდება 2022 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ამჟამად დღის წესრიგში დგას წყალბადის გამოყენება სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვებში.


DW

თეგები:
წყალბადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up