გერმანია თავის მოქალაქეებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მოგზაურობას 31 აგვისტომდე უკრძალავს

გერმანია თავის მოქალაქეებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მოგზაურობას 31 აგვისტომდე უკრძალავს

access_time2020-06-11 20:00:27

გერმანიის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 31 აგვისტომდე თავი შეიკავონ ევროკავშირის ქვეყნების მიღმა მოგზაურობისგან. ეს ნიშნავს, რომ გერმანელებს ამ დრომდე შეეზღუდათ ვიზიტები მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში.


გერმანიის სამთავრობო კაბინეტის ეს გაფრთხილება მსოფლიო ვიზიტების შესახებ 10 ივნისის სხდომაზე გაჟღერდა და მიზნად მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის პრევენციას ისახავდა.  


აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა ე.წ. მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეიძლება მოიხსნას.  თუ ქვეყანაში მცირეა დაინფიცირების მაჩვენებელი, მუშაობს ჯანდაცვის ეფექტური  სისტემა, ჰიგიენის წესები ეფექტურადაა დანერგილი და ტესტირების ჩატარების მაღალი სტანდარტებია. გერმანიის მთავრობამ დაჟინებით მოითხოვა კრუიზების აკრძალვაც, რადგან დასაწყისიდანვე საზღვაო ხომალდებზე პანდემიის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი იყო.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ტურისტული მოგზაურობების კონტროლის მიმართულებით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ჯერ კიდევ  17 მარტს, რაც  ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.


გასულ კვირას, კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ გერმანელებისთვის 31 ევროპულ ქვეყანაში ვიზიტების აკრძალვა გაეუქმებინა.  ეს მოიცავს გერმანიის 26 პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირი და ოთხი  ქვეყანა „შენგენის ზონიდან“ -  ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.



ჩამოთვლილ 29 ქვეყანაში ვიზიტების აკრძალვას გერმანია ორშაბათს, 15 ივნისს გააუქმებს. თუმცა ესპანეთისა და ნორვეგიის შემთხვევაში, ეს ოდნავ მოგვიანებით მოხდება, რადგან აქ ჯერ კიდევ მოქმედებს შემოსვლასთან დაკავშირებული ბარიერები.


მკაცრი გაფრთხილება გერმანიისგან ჩანაცვლდება დეტალური სამოგზაურო რეკომენდაციებით თითოეული ქვეყნისთვის.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის აკრძალვა პოპულარულად სამოგზაურო ქვეყნებისთვის, როგორებიცაა თურქეთი, ეგვიპტე, ტუნისი - მძიმე ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება.


„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა მარსელ კლინგემ გააკრიტიკა ეს აკრძალვა და მას „ გერმანიის ტურისტული ინდუსტრიისთვის სასიკვდილო დარტყმა“ უწოდა.


პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს, როგორიცაა თურქეთი,  ძალიან სჭირდებათ გერმანელი ტურისტები. თურქეთის პრეზიდენტს  რეჯეფ თაიპ ერდოღანს ამ საკითხის ანგელა მერკელთან განხილვა სატელეფონო საუბარში სურს.


ამასთან, ესპანეთმა გერმანელი ტურისტებისთვის აკრძალვა შეამსუბუქა. ბალეარის კუნძულები კი 10 900-ამდე გერმანელს შემოსვლის ნებას აძლევს.თავის მხრივ, ესპანეთი უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისს გეგმავს.


Thelocal.ge

მოამზადა მარიამ მორგოშიამ


თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up