გერმანიის ხელისუფლებამ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების 29 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 10-მდე პირის შეკრება დასაშვები ხდება.
„ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მონაცემები იმის შესახებ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების დაწყებიდან 1 თვის შემდეგ გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების დაბალი დონე ფიქსირდება,“- აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნიბისათვის, ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 181 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული., დაღუპულია 8 500-მდე ადამიაინი.
ipn