გერმანია მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცდილობს ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციას

გერმანია მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცდილობს ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციას

access_time2022-09-25 14:00:18

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 სექტემბერს, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამად ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სურს ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს ენერგიის სფეროში კავშირები. 


გერმანია, რომელიც ბოლო დრომდე მძლავრად იყო დამოკიდებული რუსეთის გაზზე, თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცდილობს ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციას. 


შოლცი, რომელიც სპარსეთის ყურეში ორდღიანი ტურნეთი იმყოფება, ასევე ამბობს, რომ პრინცთან შეხვედრისას წარმოჭრა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების საკითხები. არაერთი პარტიის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა შოლცს ამის გაკეთებისკენ მოუწოდეს Der Spiegel-ში შაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში. 



შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ უთქმელი არაფერი დარჩა - განაცხადა შოლცმა, როცა ჰკითხეს, წამოჭრა თუ არა პრინცთან ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხი. ხაშოგი 2018 წელს მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში, რასაც მოჰყვა ფართო საერთაშორისო გამოხმაურებს და ზეწოლა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველზე. ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ ხაშოგის მკვლელობის ან დაკავების ოპერაცია პრინცის მიერ იყო დამტკიცებული. საუდის არაბეთის მთავრობა უარყოფს საქმესთან პრინცის კავშირს.


წყარო: radiotavisupleba.ge

თეგები:
ოლაფ შოლცი



უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-07 16:47:23
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს.   სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:   საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში....


მსგავსი სიახლეები

up