„გერმანია მეგობრობიდან მკაცრ თანამშრომლობაზე გადავა“ - ზაქარეიშვილი ხანგოშვილის მკვლელობით დაწყებულ გერმანია-რუსეთის დიპლომატიურ სკანდალზე

„გერმანია მეგობრობიდან მკაცრ თანამშრომლობაზე გადავა“ - ზაქარეიშვილი ხანგოშვილის მკვლელობით დაწყებულ გერმანია-რუსეთის დიპლომატიურ სკანდალზე

access_time2019-12-12 21:20:29

„არა მგონია, რომ დიპლომატების გაძევების იქით რამე წავიდეს. შედეგია სწორედ ეს, რომ ორივე მხარემ თავიანთი ტერიტორიებიდან დიპლომატები გააძევა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთ-გერმანიის დიპლომატიურ სკანდალს, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით დაიწყო.

 

საქმე ეხება ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას, რომლშიც გერმანიის ხელისუფლება რუსეთის კვალს ხედავს. ამის გამო 4 დეკემბერს გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. საპასუხოდ 12 დეკემბერს რუსეთმაც ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

 

ზაქარეიშვილი აზრით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს აჩვენოს, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან საერთო არაფერი აქვს.

 

„ამით რუსეთი გადავიდა შეტევაზე და უნდა აჩვენოს, რომ არაფერი საერთო არ აქვს ამ საქმეთან და აბრალებენ. მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას იმიტომ, რომ ეს საქმე აშკარად თეთრი ძაფითაა ნაკერი, იმიტომ, რომ ამაში რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული და ეს არ იყო რიგითი კრიმინალური მოვლენა.

 

„არ მგონია, რომ დიპლომატების გაძევების იქით რამე წავიდეს. შედეგია სწორედ ეს, რომ ორივე მხარემ თავიანთი ტერიტორიებიდან დიპლომატები გააძევა. გავა თვეები და ამ დიპლომატების ადგილს სხვა დიპლომატები დაიკავებენ, მუშაობას განაგრძობენ და ამით სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაიწოვება იმიტომ, რომ არც გერმანიას და არც რუსეთს არ აწყობს, რომ ამის გამო მათი ურთუერთობები გაწყდეს.


 

„გერმანია მეგობრობიდან მკაცრ თანამშრომლობაზე გადავა, მაგრამ თანამშრომლობას არ შეწყვეტს. ის, რაც გაკეთდა, საკმარისია, რათა ვთქვათ, რომ გერმანიისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. არ მგონია, რომ ამის გამო გერმანიამ გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა და ღრმა ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადოს, რომელშიც მთელს მსოფლიოს ჩართავს", -აცხადებს იგი.

 

მისივე თქმით, ბრიტანეთის მძიმე ზომები რუსეთის მიმართ სკრიპალების საქმეზე გამომდინარეობდა იქიდან, რომ თავდასხმა ქიმიური იარაღით მოხდა.

 

„გერმანია ბრიტანეთზე უფრო ფრთხილია და უფრო შორს გათვლილ ნაბიჯებს დგამს, პერსპექტივებზე უფრო ფიქრობს. ბოლოს და ბოლოს ბრიტანეთში გამოყენებულ იქნა ქიმიური იარაღი. ეს მძიმე იარაღია, რაც რუსეთის მხრიდან დიდი თავხედური ნაბიჯია, ქიმიური იარაღის გამოყენება და ამ მიმართულებით რეაქცია უფრო მკაცრია, მითუმეტეს, თუ მანამდე რუსეთმა ქიმიური იარაღი თავისი სხვა მეტოქის წინააღმდეგ გამოიყენა.

 

„გერმანიის ტერიტორიაზე კი ეს პირველი შემთხვევა იყო, თანაც ქიმიური იარაღი არ იყო გამოყენებული. ეს მკვლელობა, თუ არ ვცდები, ცეცხსასროლი იარაღით იყო და თავისთავად დანაშაულის სიმძიმე იმ კატეგორიის არაა, რაც ბრიტანეთში იყო.

 

„ქიმიური იარაღის გამოყენება საერთოდ აკრძალულია და მითუმეტეს, როდესაც ამ იარაღს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყენებ, ეს ყოვლად გამაოგნებელი და დაუშვებელი ფაქტია. ამიტომაც ბრიტანეთის რეაქცია მკაცრიც უნდა ყოფილიყო, აქ ლაპარაკი ძირითადად ქიმიური იარაღის გამოყენებაზეა.

 

„ევროპისთვის სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, თუ როგორ რუსეთთან აქვთ საქმე, რომელსაც არ ადარდებს არანაირი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, აღარ ვსაუბრობ საქართველოსა და უკრაინაზე, აგერ უკვე ბრიტანეთის და გერმანიის ტერიტორიაზე ახორციელებს თავის ოპერაციებს ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

resonancedaily




როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up