გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მთავრობა იმ ფედერალური მიწების დასახმარებლად, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა 57 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
თანხა კრიზისით გამოწვეული საგადასახადო დავალიანებებისა და სხვადასხვა სოციალურ პაკეტებს მოხმარდება.
ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეცესიის ფაზაშია.
2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 2,2%-ით შემცირდა. ასევე, 3,8%-ითაა შემცირებული ევროზონის ეკონომიკა. მსგავსი ეკონომიკური კრიზისი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.
გერმანიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 ათასს გადაჭარბა. ქვეყანაში ვირუსს 8 001 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 175 699 შემთხვევაა აღწერილი. 152 600-მა ადამიანმა ვირუსი დაამარცხა.
Imedinews