გერმანიას ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე 5G ქსელისმოკლე დროში უზრუნველყოფა არ შეუძლია. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.
გერმანიამ კი გადაწყვიტა, რომ კომპანიასთან ითანამშრომლოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანია შპიონაჟისგან დაცული უნდა იყოს, თუმცა უწყება აცნობიერებს, რომ ჩინური კომპანიის დახურვამ შესაძლოა ახალი ქსელის შექმნის 10 წლით გადადება გამოიწვიოს.
აშშ-ის მთავრობამ Huawei საფრთხედ აღიარა და ამტკიცებს, რომ კომპანიას ჩინეთის მთავრობასა და სამხედრო მეთაურობასთან მჭიდრო კავშირები აქვს. Huawei ბრალდებებს უარყოფს. კომპანიამ 2020 წლის მთავარ პრიორიტეტად გადარჩენა დაასახელა.
2019 წელს, გაყიდვების პროცენტის ზრდამ პროგნოზები ვერ გაამართლა და მხოლოდ 18% შეადგინა, მაშინ როცა შარშან ამ მაჩვენებელმა 19.5%-ს მიაღწია.
Imedinews