გერმანელი ვირუსოლოგი - პირბადეებს კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორებთ

გერმანელი ვირუსოლოგი - პირბადეებს კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორებთ

access_time2020-09-18 11:00:00

წამყვანი გერმანელი ვირუსოლოგის, ქრისტიან დორსტენის თქმით, კორონავირუსის გამო, ევროპის ქვეყნებში განსხვავებული და რთული სიტუაციაა შექმნილი.

„პროგნოზირება ძნელია. ზამთარი იოლი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მომავალ წელს ხელმისაწვდომი იქნება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აცრა წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ამიტომ, პირბადეებს კიდევ დიდხანს ვერ დავემშვიდობებით“,- განაცხადა გერმანელმა ვირუსოლოგმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას ახლა ინდოეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იწვევს.

„ინდოეთში ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება. ასევე რთულია სიტუაცია სამხრეთ ამერიკაში და აფრიკის ნაწილში. ევროპაშიც კი არის ქვეყნები, სადაც უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო“, – ამბობს დორსტენი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანია ვირუსს სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგად გაუმკლავდა, ადრეული რეაგირება და ტესტირების ფართო ხელმისაწვდომობა იყო.

„კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ეპიდემია ჩვენთან გვიან დაიწყო. იმპორტირებული შემთხვევები ეპიდემიად თებერვლის ბოლომდე არ გადაქცეულა. ჩვენ შევძელით ადრეული შემთხვევების კონტროლი. თუმცა ახლა ჩვენ ინფიცირებულთა მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ. უნდა დავაკვირდეთ საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. რაც ამ ქვეყნებში ხდება, იგივე მოხდება გერმანიაში, თუ ადრეული რეაგირება არ გვექნება, თან ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ეკონომიკამ აიტანოს და ამავე დროს ეს ნაბიჯები მიზნობრივი იყოს. გადამწყვეტი მომენტის ამოცნობა, როდესაც მოდიფიცირებული ზომების მიღებაა საჭირო, ახლა უფრო რთულია. ვირუსი ახლა განსხვავებულად ვრცელდება და მოსახლეობის იმ ნაწილში ვლინდება, რომელთანაც მიღწევა რთულია. ახალგაზრდებს ხშირად არ სურთ ტესტირება, რადგან უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვთ. ისინი ხშირად სხვადასხვა წვეულებებზე ინფიცირდებიან. ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს მომდევნო კვირებში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ახლა ჩვენ გაზაფხულთან შედარებით მეტ ადამიანს ვტესტავთ და შემთხვევებიც მეტი იქნება. რასაც ახლა ვხედავთ შესაძლოა, გაზაფხულზე ნანახის უფრო დიდი სურათი იყოს, ფაქტობრივი ციფრები კი იგივეა“, – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი.


მისივე განცხადებით, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ზომა პირბადის ტარებაა, რისი მეცნიერული მტკიცებულება მსოფლიოს უკვე აქვს.

„ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენა და ხელის დაბანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხალხთან საუბარი. ყველამ უნდა იცოდეს ვირუსის გადაცემის ძირითადი პრინციპები. არაა საკმარისი დააწესო წესი, რომელიც ხალხს არ ესმის. ხალხთან თანამშრომლობა შემოდგომასა და ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა დორსტენმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ვაქცინის იმედი აქვს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.

„ხალხის დიდ ნაწილში იმუნიტეტის ჩამოყალიბებას სავარაუდოდ აუტანელი რაოდენობის მსხვერპლი და დაავადების მძიმე შემთხვევები მოჰყვება. ვირუსს თუ გავრცელების საშუალება მივეცით, ის გვაიძულებს კარანტინი დავაწესოთ. თუ არ ჩავერევით, ეს გარდაუვალი იქნება. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ინტერვენცია აუცილებელია, თუმცა ასატანი ვადით. ყველა შემთხვევაში გვჭირდება ვაქცინა მომავალ წელს“, – ამბობს ექსპერტი.

ვირუსოლოგი ვარაუდობს, რომ პანდემიის დაძლევას მსოფლიოს ნაწილი მომავალ წელს შეძლებს. მაგალითად აფრიკაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალგაზრდაა.

„მსოფლიოს სხვა ნაწილში, სადაც ვირუსის ფართო გავრცელების კონცეფციას მისდევენ და ვაქცინას ელოდებიან, პირბადეების ტარება 2021 წლის ბოლომდე მოგვიწევს. ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ მომავალ წელს პირბადეებს ვატარებთ“, – ამბობს დორსტენი.

1tv.ge

თეგები:
პირბადე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up