“ზოგჯერ საჭიროა ცივი სისხლიც და უფრო სხვანაირი გონივრულობა, როცა საქმე პოლიტიკას ეხება“  -  გერმანელი ბლოგერის მოგზაურობა საქართველოში

“ზოგჯერ საჭიროა ცივი სისხლიც და უფრო სხვანაირი გონივრულობა, როცა საქმე პოლიტიკას ეხება“ - გერმანელი ბლოგერის მოგზაურობა საქართველოში

access_time2019-09-13 20:00:06

„საქართველოში წელს მესამედ ვიყავი. ამჯერად  ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ივლისში  ქორწილი ჰქონდა სტამბულში, მანამდე კი მეგობრებმა გადავწყვიტეთ მისთვის სიურპირიზი მოგვეწყო და წინასაქორწინო მოგზაურობაში წაგვეყვანა. ავირჩიეთ საქართველო  და დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. შემდეგ მარტო გავაგრძელე მოგზაურობა და მოვინახულე სხვადასხვა რეგიონი. ბლოგისთვის გადავიღე საინტერესო ფოტოები და გავიცანი უამრავი ადამიანი. ბევრი მაქვს თქვენთვის მოსაყოლი“.




ეს 32 წლის ფილიპ ლაუსბერგია. გერმანელი ბლოგერი  ამჟამად  ბრიუსელში ცხოვრობს და  სწავლობს დოქტორანტურაზე პოლიტიკური ეკონომიკის მიმართულებით. მანამდე  ცხოვრობდა და ჟურნალისტად მუშაობდა მიუნხენში, ბერლინში, ლონდონსა და მოსკოვში ფილიპ ლაუსბერგი საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს “კომერსანტს“ უყვება.


მთავარი მაინც მოგზაურობა და ახალი ისტორიების აღმოჩენაა. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია ხიბლავს. იღებს ადამიანების პორტრეტებს და სხვადასხვა ისტორიას ჰყვება. ბლოგსაც ასე ჰქვია  აღმოსავლეთის სახეები.


ამბობს, რომ ყველაზე მეტად საქართველო ხიბლავს. თუმცა სანამ მის ბლოგს გაგაცნობთ, მანამდე მეგობრების წინასაქორწინო მოგზაურობაზე გიამბობთ:





„სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც საქართველოში ჩამოვედით.  ძალიან საინტერესო და მხიარული წინასაქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდა. ვისი ქორწილიც იყო, მას თვალები ავუხვიეთ და, ფაქტობრივად, მთელი დღეები ასე დაგვყავდა. მისთვის ყველაფერი სიურპრიზი აღმოჩნდა.


პირველ რიგში წავიყვანეთ უძველეს ქართულ აბანოებში. შემდეგ  მივიყვანეთ ქართულ რესტორანში, სადაც  ასევე თვალახვეულს უნდა გამოეცნო რა კერძს მიირთმევდა.



ამგვარად დავაგემოვნებინეთ  ხინკალი, ხაჭაპური, ფხალი, აჯაფსანდალი და ა.შ. შემდეგ წავიყვანეთ კახეთში ღვინის დეგუსტაციაზე და საბოლოოდ გადავინაცვლეთ აუზის წვეულებაზე თბილისთან ახლოს, სადაც ქართულ ელექტრონულ მუსიკას უკრავდნენ. ძალიან მაგარი დრო გავატარეთ“.





ამის შემდეგ ფილიპი საქართველოში მოგზაურობას მარტო აგრძელებს:



„თითქმის ყველგან ვიყავი - თბილისი, აჭარა, ყაზბეგი,  ქუთაისი, ზუგდიდი, ანაკლია, ზესტაფონი , ჭიათურა, კასპი, ბორჯომი და ა.შ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ყაზბეგმა მოახდინა, ასევე მომეწონა ბათუმი და საოცარი კულტურაა ვარძიაში. თბილისში კი ყველაფერი მომწონს. ძალიან  მიყვარს ელექტრონული მუსიკა და ჩემთვის კომფორტული იყო ბერლინში ცხოვრება, ახლა კი ეს ქალაქი აღმოვაჩინე.


საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი აქვს. საერთოდ არაფერია გამოტოვებული, რათა საუკეთესო არდადაგები მოიწყო ; ერთდროულად ეზიარო უძველეს და თანამედროვე ცხოვრებას.



ფილიპ, როგორც ჟურნალისტი და ბლოგერი, როგორ ფიქრობ, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და ქართველებისთვის?



გეოპოლიტიკური პოზიცია, როდესაც  ევროპასა და რუსეთის გასწვრივ ერთდროულადაა მოქცეული. თუმცა ქართველები თავს ევროპელებად მიიჩნევენ და საქართველოსაც ევროპის განუყოფელ ნაწილად თვლიან, რაც სწორია.  პარალელურად რუსეთი ცდილობს მისი ძველი გავლენები შეინარჩუნოს და ეს ქვეყანა ევროპას დააშოროს. ამ ფაქტს წარსულში კონფლიქტიც მოჰყვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რაც შესაძლოა  მომავალშიც განმეორდეს.


მიუხედავად ასეთი სირთულისა, ჩემთვის დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორ იბრძვიან ქართველები დემოკრატიული ღირებულებებისთვის,  კორუფციის დასამარცხებლად, ცდილობენ შექმნან შესანიშნავი ბიზნეს კლიმატი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრესი ნამდვილად არის, მაგრამ გარე ფაქტორებმა შესაძლოა ამ ყველაფერს საფრთხე შეუქმნას. 


მეორე გამოწვევაა ძველ და ახალ თაობას შორის განხეთქილება. კონსერვატორები მხარს უჭერენ ორთოდოქსულ ეკლესიას. ხოლო ლიბერალები, ვინც ბოლო დროს დემონსტრანტებში აქტიურად ჩანან (განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან ბასიანის დარბევის შემდეგ).  ვფიქრობ, ესეც ბუნებრივი მოვლენაა, რასაც ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა გადის.



-რაც შეეხება  საქართველოში გადაღებულ  ფოტოებს, რა არის მთავარი სათქმელი?


ისტორიებს ვყვები ადამიანების პორტრეტებით.


         

(ფოტოს სათაური: „როდესაც არ შეგიძლია სახლში წასვლა, რადგან საქართველოს პუტინი ებრძვის“)                  


საქართველოში აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ფერია, ანუ  ძალიან საინტერესო პერსონაჟები უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებით. შევეცადე გადმომეცა რა გავლენას ახდენს მათზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფონი:




(სათაური: „აღსანიშნავია მართლმადიდებლური ტრადიციები VS  LGBTQ და ტექნოკულტურა“)


აღსანიშნავია, რომ აქ ვიმოგზაურე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ვესაუბრებოდი ყველას: ქლაბერებს, მთავრობაში მომუშავე ადამიანებს, ექიმებს, ომის ჟურნალისტებს, კინორეჟისორებს, არტისტებს, ლგბტ აქტივისტებს, მღვდლებს,რესტორნის მფლობელებს, ცნობილი სივრცე „ფაბრიკის“ დამფუძნებელს, ქართველებს ვინც ახლა უცხოეთში ცხოვრობენ ან უცხოელებს, ვინც საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთიდან.




(სათაური: “მართლმადიდებლობა VS ლიბერალიზმი და ურთიერთობები რუსეთთან“)



მოკლედ, ფოტოობიექტივში მოვაქციე გერმანელის თვალით დანახული 2019 წლის ზაფხულის საქართველო.


(სათაური: “ქართული ტექნიკური თავშესაფარი, რომელიც რეგიონალური კონფლიქტის შედეგად დაიბადა და განწყობილია საშინაო პოლიტიკით“)



 თქვენი მესამე ვიზიტი საქართველოში, სოციალურ კამპანიას (Spend your summer in Georgia - გაატარე შენი ზაფხული საქართველოში)  დაემთხვა - ამ თემაზე რას იტყვით?


ვიცი რომ ეს კამპანია იყო ერთგვარი რეაქცია რუსულ სანქციებზე.  უცხოელი ტურისტების ჩამოსვლა  უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რათა რუსი ტურისტები ჩანაცვლებულიყვნენ.  ვფიქრობ, გადასარევი სოციალური კამპანია და საქართველომ საკმაოდ დიდ ყურადღება მიიპყრო. ბევრად მეტმა ადამიანმა გაიგო თქვენს შესახებ. თუმცა უნდა განაგრძოთ და არ გაჩერდეთ.


არც მე გავჩერდები და ისევ ჩამოვალ - ჯერ კიდევ სანახავი მაქვს სვანეთი და თუშეთი. ასევე მეგობრები შევიძინე და ისინიც კარგი მიზეზია დაბრუნების.


და ბოლოს, რას ეტყოდი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს; რა არის  თქვენი გზავნილი ჩვენი მედია პლათფორმის საშუალებით?


ძვირფასო ქართველებო, თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი  უკიდურესად ლამაზი ქვეყნით. რაც კი ქვეყნები მინახავს აღმოსავლეთ ევროპაში, თქვენ გაქვთ საუკეთესო სტილი და ძალიან თანამედროვე არქიტექტურა. ისეთი არა როგორც სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებშია. ბერლინში თითქმის ყოველ თვე ახალი ქართული რესტორანი იხსნება, რადგან უფრო და უფრო პოპულარულები ხდებით.  


იმის გათვალისწინებით როგორ იბრძოლეთ დამოუკიდებლობისთვის და ეს ომი ახლაც გრძელდება, აუცილებლად კარგი მომავალი გექნებათ.


(სათაური: “ევროპული ოცნება“)



  ვიცი რომ ძალიან ემოციური და ცხელ სისხლიანი ხალხი ხართ, რაც ძალიან კარგია. მაგრამ ვფიქრობ, ზოგჯერ საჭიროა ცივი სისხლიც და ალბათ უფრო სხვანაირი გონივრულობა, როცა საქმე პოლიტიკას ეხება. სათქმელად ალბათ ადვილია , მაგრამ ეს ერთადერთია რაც სამომავლო წარმატებისთვის გჭირდებათ.


მე კი,  ჩემი მხრივ, თქვენზე ყოველთვის ვზრუნავ.


ფოტორეპორტაჟის სრულად სანახავად მიჰყევით შემდეგ ბმულებსhttp://ostblog.org/en/;  https://www.facebook.com/facesoftheeast/ 


სალომე ლემონჯავა







„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
access_time2021-05-07 19:26:49
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. „ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და...

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს
access_time2021-05-07 17:50:48
თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო...

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO
access_time2021-05-08 14:00:42
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაწყებულია. მისი განცხადებით, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება. „ოპერირებას გააგრძელებს ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორები არიან. 2020 წელს ტექნიკის ბაზარი...

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-07 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 7 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 7 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 8 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-07 21:00:24
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების...


მსგავსი სიახლეები

up