„გერმანელი ინვესტორების ყურადღება რომ მივიქციოთ, მნიშვნელოვანია ქართული ბაზარი ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდეს და მისაღები ბიზნეს-გარემო არსებობდეს“

„გერმანელი ინვესტორების ყურადღება რომ მივიქციოთ, მნიშვნელოვანია ქართული ბაზარი ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდეს და მისაღები ბიზნეს-გარემო არსებობდეს“

access_time2021-05-12 15:00:11

“საქართველო - გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარი - მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა,“ - ამის შესახებ გუშინ ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. თურნავას თქმით, საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია.


სპეციალისტების შეფასებით, გერმანული კაპიტალი საქართველოში ლიდერი არ არის, მაგრამ აქვს რიგი უპირატესობები, რაც მას სხვა ქვეყნების ინვესტიციებისგან გამოარჩევს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, წმინდა გერმანული წარმომავლობაა, რაც ამ კაპიტალს ახასიათებს. გარდა ამისა, ის სეგმენტურად უფრო მრავალფეროვანია და მაღალი რეპუტაციითაც სარგებლობს.


,,გერმანული კაპიტალი, სამწუხაროდ არ არის ლიდერი უცხოური ინვესტიციების წარმომავლობის მიხედვით საქართველოში. თუმცა ის საკმაოდ ბევრ სეგმენტშია წარმოდგენილი, განსხვავებით ინგლისური ან ჰოლანდიური კაპიტალისგან, რომელიც საქმიანობის რამდენიმე სფეროზე იყო კონცენტრირებული, იქნებოდა ეს საფინანსო სფერო, სათამაშო ბიზნესი თუ ენერგომატარებლების ტრანზიტი და რეალიზაცია. ამიტომ შექმნილი სამუშაო ადგილების მიხედვით, გერმანულ კაპიტალს აქვს საკმაოდ კარგი რეპუტაცია და პერსპექტივა. ვფიქრობ, მათი რაოდენობა ადეკვატურად ასახავს ქართულ მეურნეობაში დარგობრივ მონაწილეობას ეკონომიკის განვითარებაში, - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ გერმანული კაპიტალი, ეს არის ძირითადად ეკონომიკის რეალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და ფაქტობრივად, ეკონომიკას ეხმარება, რათა მოახდინოს შედარებით უკეთესი განვითარება.



,,გერმანული კაპიტალი არ არის ოფშორული ზონებიდან შემოსული ფული, რომელსაც მავანნი უკავშირებენ წინა პერიოდებში საქართველოდან ან კონკრეტულ სუბიექტებთან დაკავშირებული კაპიტალის გატანას. ეს არის წმინდა უცხოური კაპიტალი, რომელსაც ქართული წარმომავლობა არ აქვს. შეიძლება, ქართველები მონაწილეობენ გერმანული კაპიტალის შემოტანაში, მაგრამ ეს არის ის ბიზნესი, რომელიც აწყობილი არის ან მოხდა ქართველების მონაწილეობით გერმანიაში და შემდეგ უკვე ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით, ამიტომ სხვებთან შედარებით, მას საკმაოდ მაღალი რეპუტაცია გააჩნია, - ამბობს report.ge-თან სოსო არჩვაძე.


ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ევროპულ ბიზნესთან მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას ნაკლებად ხედავს და ამბობს, რომ ორმხრივი სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე რეალური სექტორი განვითარდეს. მისი თქმით, ამით ქვეყანას გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეეძლება.


,,გერმანელი ინვესტორების ყურადღება რომ მივიქციოთ, მნიშვნელოვანია ქართული ბაზარი ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდეს, მისაღები ბიზნეს-გარემო არსებობდეს და მიუკერძოებელი სასამართლო, რასაც ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს. ასე თუ არ მოხდა, ფაქტი, რომ გერმანული წარმომავლობის ბევრი კომპანია ფუნქციონირებს, დიდად არაფერს გვეუბნება, თუ არ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ მოთხოვნებს, რასაც ინვესტორი მოითხოვს, - ამბობს გია ხუხაშვილი.


report.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up