გერმანელი ექსპერტების რეკომენდაცია – სამართლიანობის აღდგენისთვის საქმეების ხანდაზმულობის ვადა უნდა გაიზარდოს

გერმანელი ექსპერტების რეკომენდაცია – სამართლიანობის აღდგენისთვის საქმეების ხანდაზმულობის ვადა უნდა გაიზარდოს

person access_time2016-04-20 18:30:32

ინტერვიუ იურისტ იმედა დვალიძესთან

 

-  გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდმა (IRZ) ქართველ მოსამართლეებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა. უფრო ვრცლად რომ გვითხრათ, რა ტიპის რეკომენდაციებზეა საუბარი?


- გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ადვოკატების და მოსამართლეების მონაწილეობით.

 

ეს იყო ერთგვარი დისკუსია, სადაც ქართველმა მოსამართლეებმა ახსენეს საქმეების ის კატეგორია, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიერ „ამორალურ გარიგებებად“ მიიჩნევა. შედეგად, ამ გარიგებების შემდეგ მოხდა მათი აქტივების თუ წილების გადაფორმება, ჩუქება, დათმობა და ასე შემდეგ. ამ საქმეების დროს ხშირად სასამართლო უძლურია იმის გამო, რომ აპელირება ხდება იმაზე, რომ ასეთი დავებისთვის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია.

 

შეხვედრას გერმანელების მხრიდან ესწრებოდა მოსამართლე, რომელიც ბრემენის მესამე ინსტანციის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარეა. ამ ადამიანმა მიმოიხილა, როგორ უნდა შეფასდეს ის ინდიკატორები და ძირითადი მახასიათებლები, რასაც ასეთი საქმეების გამოკვლევისას მოსამართლემ ყურადღება უნდა მიაქციოს, რა მომენტებია ნიშანდობლივი იმისათვის, რომ სამართლებრივად შეფასდეს ესა თუ ის საქმე. ქართველმა მოსამართლეებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში წლების განმავლობაში იყო ასეთი პრაქტიკა და ახლა არის მცდელობები ამ დავების სამართლებრივ სივრცეში გადატანის. თუმცა, ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამო ეს ვერ ხერხდება. გერმანელი მოსამართლე გაოცდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ადგილზე ის სასამართლოს მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ ამ საქმეების განხილვა მოეხდინა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის პრობლემას დღის წესრიგიდან მოხსნიდა.

 

მისი თქმით, ასეთი კატეგორიის დავები არ შეიძლება ხანდაზმულობის ვადის მიზეზებით თაროზე იქნას შემოდებული. შედეგად, მისი თქმით, აუცილებელია დაკორექტირდეს ხანდაზმულობის ვადა. ამ განცხადებას ოფიციალური სახე არ ჰქონია, არ ყოფილა მიმართვა ხელისუფლებისადმი, ეს იყო უბრალო დისკუსია ქართველ და გერმანელ მოსამართლეებთან და ადვოკატებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ადვოკატები და მოსამართლეები ამას ეთანხმებიან. უბრალოდ, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს ამის ნება, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების სასამართლო დარბაზებში გადატანა მოხდეს.


- მხოლოდ ამაშია გამოსავალი?

 

- პრობლემაა ისიც, რომ სასამართლოები გადატვირთულია, ეს გარკვეულ ვნებათაღელვას გამოიწვევს, თუმცა, დაძაბულობის მუხტი და უსამართლობის შეგრძნება ასე მარტივად და იოლად არ ქრება. სახელმწიფომ რომ მიუთითოს იმაზე, რომ ამის განხილვები დაიწყოს და ამით სასამართლო დაიტვირთება, არასწორია, რადგან სასამართლოები დღესაც გადატვირთულია. ეს პრობლემა ისედაც მისახედია. ამ საქმეების სასამართლოში განხილვის გარეშეც მხარეებს შორის დაძაბულობის მუხტი არსებობს. ეს კი საქართველოში ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.



ამიტომ, მგონია, რომ აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება იმისა, რომ გაზარდოს ხანდაზმულობის ვადა. სხვა შემთხვევაში ეს დაძაბულობა შენარჩუნდება. ამ პრობლემის არსებობა ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და იმ ფულის ბრუნვას, რომელიც დღეს გაჩერებულია. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა თუ დროულად მოხდება, კარგი იქნება. სახელმწიფო კი ამაზე არ ფიქრობს.


- სასამართლოებში საქმეები ისედაც რომ ჭიანურდება, ფაქტია და ეს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების გამო არ ხდება. ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება ქონებაჩომორთმეული ბიზნესმენების პრობლემას მოაგვარებს თუ სხვა პრობლემაცაა მოსაგვარებელი?

 

- პროკურატურაში არ ვიცი რა ხდება, თუმცა, ინფორმირებული ვარ, რომ ძალიან ჭიანურდება ეს პროცესები. რაც შეეხება სასამართლოს, იქ არამარტო ასეთი კატეგორიის საქმეები, არამედ ნებისმიერ საქმეზე, რაზეც არ უნდა შეიტანო სარჩელი, 100 პროცენტის შემთხვევაში, კანონით დადგენილი ვადები ირღვევა. მიზეზი კი სასამართლოების გადატვირთვაა. ეს გამოიწვია იმან, რომ ეს ორგანო თვეების განმავლობაში არ იყო ფაქტობრივად ქმედუნარიანი და ვერ ახერხებდა მოსამართლეების განწესებას თანამდებობაზე. ეს პრობლემაც გადასაჭრელია. ათასი მეთოდი არსებობს და ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს, იქნება ეს მედიაცია, არბიტრაჟის როლის წამოწევა, მოსამართლეთა რიცხოვნობის გაზრდა თუ სხვა ცვლილებები. ანუ, დღეს სასამართლოში კატეგორიულად, პრინციპულად მძიმე სიტუაციაა, იქნება ეს იმ ბიზნესმენებთან დაკავშირებული საქმეები, რომლებსაც კონკრეტულად ქონება ჩამოართვეს და ხანდაზმულობის პრობლემა აქვთ თუ ნებისმიერი სხვა კატეგორიის დავა.


საქართველოს დღეს არ აქვს ფუფუნება, რომ საქმის განხილვა 1 წლით და უფრო მეტი ვადით ჭიანურდებოდეს. შეიძლება ასე ხდება ინგლისში ან იტალიაში, მაგრამ იქ სხვა სამართალი და ეკონომიკური სისტემაა. ჩვენ გვეჩქარება გადაწყვეტილების მიღება, ეს იქნება სახელმწიფოს სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, ნებისმიერი შედეგი სჯობს გაჭიანურებას. საქმის გაჭიანურება ბიზნესმენს ხელს უშლის საქმის დაგეგმვაში, გრძელვადიანი, პერსპექტიული ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში და ასე შემდეგ. სასამართლო ოპერატიულობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობის ვადის გაზრდა გამოიწვევს სასამართლოში საქმეთა რაოდენობის ზრდას, პრობლემა მაინც დგას. 100 საქმე იქნება თუ 103, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღეს პრობლემა მაინც დგას და გადასაწყვეტია. სამართლებრივ პროცესში ამის გადატანა და გადაჭრა უფრო სწორი ფორმააა, ვიდრე ჰაერში გამოკიდება.


- ხანდაზმულობის ვადის გამო გაჭიანურებული საქმეები ბევრ ადამიანს ეხება?


- ეს ალბათ არავის არ დაუთვლია. ზოგადად, გამიგია, რომ 10 000 განცხადებაა პროკურატურაში შესული, მაგრამ მეორეცაა, ვიღაცამ მიმართა და ვიღაცამ არ მიმართა და პირდაპირ სასამართლოში წავიდა. არავინ არ იცის ზუსტი რიცხვი. თუმცა, ამის ანალიზი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოს შეეძლო გაეკეთებინა. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება იუსტიციის საბჭო გაუგებარი მიზეზების გამო დაახლოებით 8 თვის განმავლობაში პარალიზებული იყოს. დაახლოებით 60 ვაკანტურ ადგილას ფერხდებოდა მოსამართლის დანიშვნა. შესაბამისად ფერხდებოდა საქმეებიც.


- არსებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამზადებდა საკანონმდებლო ინიციატივას სამოქალაქო საქმეების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, რომელშიც წინა ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ბიზნესმენები სამართლიანობის აღდგენის შანსს ხედავდნენ. რა გაგრძელება მოჰყვა ამას?


- არაფერი არ მსმენია მის გაგრძელებაზე. ისევე როგორც ბევრ სხვა თემაზე მხოლოდ საუბრები მომისმენია და შემდეგ კანონპროექტის და მითუმეტეს კანონის სახით არ მინახავს. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მისაღებია.

 

- გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებული რეკომენდაციების მთავრობისთვის მიწოდება არ მოხდება?


- არა მგონია ამის მიწოდება პრობლემა იყოს. თუმცა, ბრემენის მოსამართლე პირდაპირ არ ჩაერევა და შენი ქვეყნის ხელისუფლებას არ დაუწყებს მითითებებს. მან თავისი აზრი გამოთქვა. ეს აზრი კი დაინტერესებულმა ჯგუფმა, ვინც პროცესებში ჩართულია, შეიძლება გამოიყენოს დამატებით არგუმენტად. ეს იყო დისკუსიის ფარგლებში.



- ამ დისკუსიის ფარგლებში ბიზნეს დავებზე მომუშავე მოსამართლეების არაკვალიფიციურობის საკითხი არ განხილულა?


- ეს პრობლემა ცალკე პრობლემაა. ეს თემა არ განხილულა. თუმცა, ეს პრობლემა დღეს ქვეყანაში რეალურად დგას. გასაგებია, რომ მოსამართლეების დაწვრილმანებით სპეციალიზაციას ვერ მოვახდენთ, მაგრამ გარკვეულად მათი დაჯგუფება შესაძლებელია. ბიზნეს ურთიერთობების ნიუანსები მოსამართლეებმა არ იციან, რადგან მათ ძირითადად უწევთ საოჯახო დავების განხილვა, მეორე წუთში კი კონკრეტულ პარტნიორებს შორის არსებულ დავას იხილავენ. ეს მნიშვნელოვნად განსხვავებული ორი დავაა. შეუძლებელია ადამიანი უნივერსალი იყოს. ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს მეტი ვალდებულება აქვს და კარგი იქნება, რომ საგადასახადო-ბიზნეს დავების განმხილველი მოსამართლეები ცალკე პალატებად გამოიყოს და ამ ადამიანებს უფრო ოპერატიულ რეჟიმში, უფრო მეტი ცოდნით, საქმეების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up