გერმანელი ექსპერტები  ქართული ღვინით  აღფრთოვანებულები არიან- რუდოლფ კნოლი

გერმანელი ექსპერტები ქართული ღვინით აღფრთოვანებულები არიან- რუდოლფ კნოლი

access_time2019-12-13 11:20:10

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.


პრეზენტაციას გერმანული ღვინის ჟურნალის „VINUM”-ის მთავარი რედაქტორი და ღვინის ცნობილი ექსპერტი რუდოლფ კნოლი უძღვებოდა. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, დარგის ექსპერტები, იმპორტიორები და მედია-ექსპერტები ესწრებოდნენ.


პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა.


რუდოლფ კნოლის შეფასებით, გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.



გერმანია არის ღვინის ქვეყანა და ძალიან კარგი ბაზარი. იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ გერმანიაში შემოსვლა და თავისი თავის წარდგენა, არა მხოლოდ კარგი ღვინო უნდა წარადგინონ, არამედ ძალიან კარგი პრეზენტაციაც უნდა გაუკეთონ საკუთარ ქვეყანას. საქართველოს საამისოდ ყველანაირი შანსი აქვს. დღეს წარმოდგენილი საზოგადოება იყო მედიის სფერო და სომელიეები, ყველა იყო აღფრთოვანებული, იმით რაც გასინჯეს და მოისმინეს. ძალიან მოეწონათ საფერავის ჯიში, რომელსაც გერმანიაში არ იცნობენ. საფერავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გერმანულ ბაზარზე, თავისი უძველესი ისტორიიდან გამომდინარე. ვფიქრობ რომ საქართველო თუ განაგრძობს თავისი ქვეყნის ასეთ პრეზენტაციას ევროპის ბაზარზე, ეს ძალიან წარმატებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა გერმანელმა ღვინის ექსპერტმა.


გერმანია ქართული ღვინის მზარდ და მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 615 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...


მსგავსი სიახლეები

up