გერმანელებს ქვეყნიდან მილიარდობით ევრო გააქვთ „საგადასახადო ოაზისებში“

გერმანელებს ქვეყნიდან მილიარდობით ევრო გააქვთ „საგადასახადო ოაზისებში“

access_time2021-09-11 11:00:05

გერმანიის მოქალაქეებმა თითქმის 11,9 მლრდ ევრო გაიტანეს 2019 წელს ლა–მანშში კუნძულ გენსზე, რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ. სწორედ ამ კუნძულზე რეგისტრირდება ოფშორული კომპანიების უმრავლესობა. ამის შესახებ სამშაბათს, 7 სექტემბერს გერმანული გამოცემა Die Süddeutsche Zeitung გერმანიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.



ამ მონაცემების თანახმად, იგივე მოცულობის თანხაა გატანილი ლიხტენშტაინში. ამასთან, კაიმანის კუნძულებზე 2019 წელს გერმანიის მოქალაქეების კუთვნილი 8,5 მლრდ ევრო გადაირიცხა.



სტატისტიკის გასაჯაროებაზე შვეიცარია უარს ამბობს



ჩამონათვალში შვეიცარია არ იკითხება, ვინაიდან ამ ნეიტრალურმა ქვეყანამ უარი განაცხადა სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროებაზე. ამავე დროს, როგორ Die Süddeutsche Zeitung შეგვახსენებს, 2018 წელს შვეიცარიის ბანკებში გადასახადის გადამხდელი გერმანელების კუთვნილი 133 მლრდ ევრო ირიცხებოდა.




ამ ფონზე ბუნდესტაგის მემარცხენე ფრაქციის წარმომადგენელმა ფაბიო დე მაზიმ უკვე გააკრიტიკა რიგი ქვეყნები მონაცემების დაფარვის გამო. „ამით ეს ქვეყნები გამჭვირვალობას ზღუდავენ და ხელს აფარებენ საგადასახადო დანაშაულებს“, – ირწმუნება დეპუტატი.



ევროპის მსხვილი ბანკები „საგადასახადო ოაზისებში“ მოგებას იღებენ



როგორ 36 მსხვილი ევროპული ბანკის ანგარიშგებებიდან ირკვევა, ისინი წელიწადში დაახლოებით 20 მლრდ ევროს მოგებას ნახულობენ „საგადასახადო ოაზისებში“. ამის შესახებ ახალი ევროპული საგადასახადო ობსერვატორიის კვლევაშია ნათქვამი.



ამასთან, ისეთი საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა Deutsche Bank და Commerzbank, საკუთარ სახსრებს ასეთ ზონებში ქაჩავენ, რათა ნაკლები გადასახადი გადაიხადონ. ვითარების კომენტირებისას სვენ გიგოლდმა, ევროპარლამენტის დეპუტატი „კავშირი–90/მწვანეები“–დან, განაცხადა, რომ აუცილებელია მსხვილი კომპანიების ეფექტიანი მინიმალური დაბეგვრის საკითხზე მსჯელობა.



„სამოთხის დოსიე“



Appleby–დან 2017 წელს მონაცემების გაჟონვა დაედო საფუძვლად საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელსაც მოგვიანებით „სამოთხის დოსიე“ უწოდეს. Die Süddeutsche Zeitung-ს მაშინ დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში, რომლებიდანაც მტკიცდებოდა, რამდენად ფართოდაა გავრცელებული გადასახადებისგან თავის არიდება, მიუხედავად მანამდე არაერთი კომპანიის მხილებისა.

DW




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up