გერმან გრეფი: ნავთობის ხანა დასრულდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში

გერმან გრეფი: ნავთობის ხანა დასრულდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში

person access_time2016-01-16 14:18:25

ნავთობის ხანა დასრულდა, ჩვენ ვცხოვრობთ დაუნშიფთერის ქვეყანაში - ასე დაახასიათა რუსეთის როლი „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა გაიდარის ფორუმზე გამოსვლისას  (დაუნშიფთინგი - ესაა ინგლისური ტერმინი და ნიშნავს ავტომობილის გადართვას უფრო დაბალ სიჩქარეზე - გადატანითი მნიშვნელობით კი რაიმე პროცესის შენელებას). 

 

ბანკირის თქმით, ქვეყანამ მსოფლიო ეკონომიკაში კონკურენცია წააგო. თუმცა მოგვიანებით გრეფმა საკუთარი განცხადების წარსული დრო მომავალი დროით შეცვალა და თქვა, რომ რუსეთს ემუქრება სერიოზული ჩამორჩენა, თუ არ იქნება სერიოზული რეფორმები.


„ქვის ხანა დასრულდა არა იმიტომ, რომ დასრულდა ქვები. ზუსტად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დასრულდა ნავთობის ხანა. მეგობრებო, “ welcome to the future (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში)... ჩვენ წავაგეთ კონკურენცია, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, და ესაა ტექნოლოგიური მონობა.  ჩვენ უბრალოდ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც აგებენ, ჩვენ აღმოვჩნდით დაუნშიფთერების ქვეყანაში. 


 

რა უნდა მოვუხერხოთ ამას მომავალში? რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ ყველა სახელმწიფო სისტემა. რადგან თუ მომავალზე ვსაუბრობთ, ძირითად როლს ასრულებდა და ასრულებს და მომავალში კი კიდევ უფრო მთავარ როლს შეასრულებს სახელმწიფო. უნდა შევცვალოთ სახელმწიფოებრივი ინსტუტები. ამ ყველაფერში ძირითადი როლი - და არასდროს დავიღლები ამის გამეორებით - უნდა შეასრულოს განათლებამ. საბავშვო ბაღებიდან უმაღლეს სასწავლებლებამდე - განათლების მთელი მოდელი უნდა შეიცვალოს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოებრივ დონეზე უნდა გავაკეთოთ სერიოზული დასკვნები და დავდოთ სერიოზული პროგნოზები იმის შესახებ, თუ სად აღმოვჩნდებით არა ოდესღაც, არამედ 10 წლის შემდეგ. წყალბადების ერა დასრულდა, ფასი იქნება 30, 40, 50 თუ 60 - არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიქნებით ძალიან სერიოზულად ჩამორჩენილები, თუ არ შევცვლით ჩვენი მიდგომის საზოგადოებრივ კონცეფციას იმასთან მიმართებაში, რაც მსოფლიოში ხდება,“ - განაცხადა გრეფმა.


გრეფის განცხადება, რომელშიც ის რუსეთში არსებულ სიტუაციას დაუნშიფთინგს უწოდებს,  რუსული საძიებო სისტემის „იანდექსის“ ტოპში მოხვდა. 




„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up