გერჰარდ შრედერი და მათიას ვარნიგი როსნეფტის დირექტორთა საბჭოს დატოვებენ, ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე. ისინი ასრულებდნენ საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობას.
„როსნეფტის“ ინფორმაციით, გერჰარდ შრედერმა და მათიას ვარნიგმა განაცხადეს, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოში მათი უფლებამოსილების გაფართოება შეუძლებელია.
„ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ გადაწყვეტილებას და მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
1 მარტის მდგომარეობით შრედერს არ გააჩნდა აქციები „როსნეფტში“, ხოლო ვარნიგი ფლობდა 92633 აქციას, ანუ საწესდებო კაპიტალის 0,0009%-ს.
rbc.ru