Gepherrini წილს ასხვისებს -

Gepherrini წილს ასხვისებს - "მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან სესხი ვერ მივიღეთ, ინვესტორი ფაქტობრივად, ამის გამო შემოგვყვავს"

person access_time2017-06-28 10:20:49

ჩანთების ქართული მწარმოებელი კომპანია  Gepherrini წილს ასხვისებს. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ფინანსური რესურსების სიმცირის გამო მიიღო. მისი განცხადებით, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია წარმოების გაფართოებას მოხმარდება.

 

კითხვაზე, რა ოდენობის წილს ყიდის კომპანია Gepherrini და ვინ არის ინვესტორი,გეფერიძე ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, რადგან აცხადებს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს. შედეგად, წილის ოდენობა მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება ინვესტორის ვინაობას, გეფერიძე აცხადებს, რომ კომპანიაში წილით ქართველი ბიზნესმენი შევა.

 

მისი თქმით, კომპანიაში ინვესტორის შესვლა იმანაც განაპირობა, რომ Gepherrin-მა ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან სესხი ვერ მიიღო. „ფაქტობრივად, ამის გამო შემოგვყვავს ინვესტორი. ჩვენი სახსრებით ვერ შევწვდებით გაფართოებას, ამიტომ მისი სახსრებით გავაკეთებთ-აცხადებს გეფერიძე.

 

გასული წლის ბოლოს ილია გეფერიძე „კომერსანტთან აცხადებდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მცირე ბიზნესმენებს რეალურად ვერაფერში ვერ ეხმარება. მისი თქმით, აღნიშნული უწყებიდან ხელშეწყობა მხოლოდ მსხვილ ბიზნესმენებს აქვთ, ანუ იმათ, ვისაც რეალურად არც მთავრობის შუამდგმლობა სჭირდებათ ბანკებთან და ისედაც, საკუთარი სახსრებით პრობლემების გარეშე ვითარდებიან.

 

Gepherrini-ს დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები უახლოეს 2 თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც კომპანია Gepherrini ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. ამავე პერიოდში გაირკვევა კომპანია თბილისში საწარმოს ააშენებს თუ შენობას იჯარით აიღებს. მისი განცხადებით, ამჟამად კომპანიის საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს. ახალი ქარხნის ამოქმედების შემდეგ კი წარმოება სრულად ახალ საწარმოში გადავა.


 

მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ კომპანია ქალის და მამაკაცის ფეხსაცმელების წარმოებას დაიწყებს. „გეფერინის ბრენდის ქვეშ წარმოებული ქართული ფეხსაცმელი საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი და მისი რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოხდება. მათ შორის, საფრანგეთში,ამერიკაში, შვედეთში, რუსეთში და ასე შემდეგ.

 

„ფეხსაცემელებში ავირჩევთ ტყავისა და ქვილთის (ხელნაკეთი) წარმოებას.ამ კომბინაციით გავაკეთებთ ფეხსაცმელებს,რომელიც ევროპაში და ამერიკაში საკმაოდ მოთხოვნადია. მისი სარეალიზაციო საბაზრო ფასი დაახლოებით 500 ლარამდეა, თუმცა, ჩვენ მას 250 ლარის ფარგლებში გავყიდით-აცხადებს გეფერიძე.

 

Gepherrini-ს დამფუძნებელი „კომერსანტთან მის მიერ წარმოებულ ამჯამინდელ პროდუქციაზეც საუბრობს. კერძოდ, საფულეების წარმოება, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. ქართული წარმოების საფულეები იუიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. გეფერიძის განცხადებით,ქართული წარმოების საფულეები პოპულარული და მოთხოვნადი განსაკუთრებით ქართულ ბაზარზეა. ფასები 39-89 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

მისი განცხადებით, მიმდინარე წლის მაისიდან კომპანიამ ხარის ტყავის ქამრების წარმოებაც დაიწყო, რომელიც კონკურენტულია როგორც ფასით, ისე ხარისხით. ფასები 39-69 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთებსაც აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროდუქცია ამერიკაში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში გადის. გეფერიძის განცხადებით, წელს კომპანიის საექსპორტო ნუსხას ორი ქვეყანა - შვედეთი და აზერბაიჯანი დაემატა.

 

ადგილობრივ ბაზარზე კომპანიას 3 მაღაზია აქვს - ორი თბილისში და ერთი ბათუმში. კომპანია რუსეთში 16 ობიექტით არის წარმოდგენილი.„გეფერინი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს,სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანია 2014 წელსაა დაფუძნებული.

 

 



„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up