Georgia`s Natural - ქართული კომპანია მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებში ორგანული ბარებით გამოჩნდება

Georgia`s Natural - ქართული კომპანია მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებში ორგანული ბარებით გამოჩნდება

access_time2021-04-06 19:00:20

ხილის და ბოსტნეულის ორგანული წვენების ქართველო მწარმოებელი Georgia`s Natural გაზაფხულის ბოლოს ახალი პროდუქტს წარადგენს - ჩაის სოკოს საფუძველზე დამზადებულ ნატურალურ წვენებს (კომბუჩას).

 

კომპანიის პროდუქცია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, 2021 წელს Georgia`s Natural გახდა დუბაიში ჩატარებული კონკურსის Gulfood Innovation Awards 2021-ის ფინალისტი კატეგორიაში „ყველაზე ინოვაციური სასმელი“ გახდა.

 

კომპანიის დღევანდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საიტი EastFruit Georgia`s Natural-ს წარმომადგენელს იანა პოლევანსკაიას გაესაუბრა.

 

როგორ და რა ინგრედიენტებისგან დამზადდება თქვენი კომბუჩა და რომელ ბაზრებზეა ეს პროდუქტი გათვლილი?

 

ამ ეტაპზე ჩვენი ორგანული კომბუჩა 3 ტიპის იქნება - ასკილის, ასკილის და კენრკას რამდენიმე ნაირსახეობის, და ასევე ასკილის და ჯინჯერის. ეს ჯანმრთელი, ვიტამინებით სავსე სასმელია, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დამზადდება.

 

რაც შეეხება ბაზრებს, ჩვენ გავყიდით ჩვენს პროდუქტების იმ ქვეყნებში სადაც უკვე ვმუშაობთ - ესაა იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა. მონღოლეთი, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, იორდანია, ესპანეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, საემიროები, საუდის არაბეთი, ყატარი, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ავსტრალია, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა.

 


რას წარმოადგენს სადღეისოდ თქვენი პროდუქცია?

 

Georgia`s Natural-ს მთელი პროდუქცია ორგანულ კატეგორიაში შედის და საერთაშორისო სტანდარტებითაა სერტიფიცირებული. ჩვენ ვაწარმოებთ ბოსტნეულის, ხილის, კენრკას ნატურალურ წვენებს, პიურეს, და სოუსებს.

 

რამდენიმე თვის წინ, მათ IQF (Individual Quick Freezing)-ს ტექნოლოგიით გაყინული კენკრა და ბოსტნეული დაემატა.  გარდა ამისა, ჩვენ შეფუთულ ნატურალურ ხილს და ბოსტნეულს ვყიდით.

 


როდის შეიქმნა Georgia`s Natural  და რას წარმოადგენს მისი დღევანდელი საწარმო?

 

ჩვენი ისტორია 1996 წელს, შპს Aromaproduct -ით დაიწყო. 90-ამი წლების ბოლოს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე კომპანიის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ საერთაშორისო ბაზარზე ორგანულ და ნატურალურ პროდუქტებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.

 

შესაბამისად, 2006 წელს ორგანული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Georgia`s Natural დაარსდა. დღეს ჩვენს საქმიანობაში ორგანული ბაღების მართვა, ნედლეულის ხარისხის კონტროლი, გადამუშავება, და პრემიუმ-ხარისხის პროდუქციის წარმოება შედის.

 

ამ დროისთვის ჩვენ კახეთში 300 ჰექტარის ორგანულ ბაღებს ვფლობთ. გარდა ამის ყვარელში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა გვაქვს, ხოლო წვენების ჩამოსხმა და დაკონსერვება მეორე ქარხანაში ხდება, რომელიც თბილისში მდებარეობს.

 


თქვენი კომპანიის რომელი პროდუქტი სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით საერთაშორისო ბაზარზე?

 

ბროწეულის და შინდის წვენები და საფირმო, ჩვენი კომპანიის საავტორო რეცეპტებით დამზადებული ხილ-ბოსტნეულის კოქტეილებია.

 

მუშაობთ თუ არა ადგილობრივ ბაზარზე?

 

ჩვენი პროდუქცია ძირითადად საფირმო მაღაზიებში, თბილისსა და ბათუმში იყიდება. გარდა ამისა, 2020 წლიდან ჩვენ „ორგანული ბარის“ კონცეფციას ვამუშავებთ - ეს სპეციალური სტენდებია მსხვილ სავაჭრო ობიექტებში, სადაც მსურველებს 80-ზე მეტი სახეობის ჩვენი წვენების დაგემოვნება და ყიდვა შეუძლიათ.

 

ან დროისთვის ასეთი ბარები 7 სავაჭრო ობიექტშია განთავსებული.

 


რამდენად გაართულა მუშაობა პანდემიამ და როგორი იყო ამ ფონზე 2020 წელის თქვენი კომპანიისთვის?

 

საკმაოდ რთული წელი გავიარეთ, განსაკუთრებით დიდი პრობლემები ლოგისტიკაში გვქონდა. თუმცა, ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობდით, და ყველა საექსპორტო ვალდებულებები დროულად შევასრულეთ.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს მოთხოვნა ნატურალურ პროდუქციაზე გაიზარდა, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები ჯანმრთელობას მეტად უფრთხილდებიან. ეს ტენდენცია ალბათ 2021 წელსაც გაგრძელდება.

 

რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ „ორგანული ბარების“ კონცეფციის რეალიზებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ-ქვეყნებშიც ვგეგმავთ. გარდა ამისა, ჩვენ ორგანული ჩირების და გაყინული ხილის წარმოების დაწყებას ვაპირებთ.

 

east-fruit.com


თენგიზ აბლოთია


თეგები:
Georgia`s Natural



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up