სტიმული ტურიზმს - Georgian Travel Guide ახალი წამოწყება რომლის დახმარებითაც ბევრი საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ

სტიმული ტურიზმს - Georgian Travel Guide ახალი წამოწყება რომლის დახმარებითაც ბევრი საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ

access_time2021-04-25 18:00:26

ქართული ტურისტული პლატფორმა Georgian Travel Guide.com შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით  სახალისო და შემეცნებით გათამაშებას მართავს, სადაც ნებისმიერ მოგზაურს აქვს შესაძლებლობა, რომ გაერთოს და მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები მოიგოს.


როგორც „ კომერსანტთან“  საუბრისას Georgian Travel Guide –ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მერაბიშვილმა აღნიშნა, თამაშის მიზანი ქართველებისთვის საქართველოში მოგზაურობის დაწყებისთვის სტიმულის მიცემა და ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებაა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდპანდემიის გამო ქვეყანა ჩაკეტილია, გვინდოდა, რომ ქართველებისთვის მიგვეცა სტიმული და გვეჩვენებინა, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია, მოვიფიქრეთ თამაში რომელის ფარგლებში ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაერთვებიან. ეს არის ტესტის მაგვარი თამაში, სადაც გამოჩნდება სურათი და ადამიანებმა უნდა გამოიცნონ თუ რა ადგილია ასახული ამ სურათზე. სწორად გამოცნობის შემთხვევაში მას ენიჭება ქულა, რის შემდეგაც დგება რეიტინგი და ვლინდება გამარჯვებული“, - აღნიშნა დავით მერაბიშვილმა.



მისი თქმით, აღნიშნული გათამაშებისთვის Georgian Travel Guide- ს მოგზაურობის თემატიკასთან დაკავშირებული კომპანიები აფინანსებენ. Georgian Travel Guide ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ემსახურება ტურისტებს და მასპინძლებს და მათი მიზანია ერთის მხრივ მოგზაურებისთვის საჭირო ინფორმაციის შეთავაზება და მეორე მხრივ ტურისტული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა.


დღესდღეობით ჩვენ პლატფორმაზე 1600-ზე მეტი ისეთი ობიექტია განთავსებული, რომელიც შეიძლება ადგილობრივი ან საერთაშორისო ტურისტის ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს. გარდა ამისა ჩვენი პლატფორმა მასპინძლებს სთავაზობს მომსახურეობას, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ მოგზაურებს ჩვენი მეშვეობით თავიანთი პროდუქტის თუ მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და გაყიდონ ისე, როგორც ეს სხვა ცნობილი და საერთაშორისო პლატფორმების შემთხვევაში ხდება“, - აღნიშნა დავით მერაბიშვილმა.


რაც შეეხება ადგილობრივების შიდა ტურიზმით დაინტერესებას, დავით მერაბიშვილი თქმით ბოლო პერიოდში შიდა ტურიზმით დაინტერესება საგრძნობლად არის გაზრდილი თუ წინა წელს 90% უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, პანდემიიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი საპირისპიროდ არის შეცვლილი.



თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
Georgian Travel Guide



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up