"გრინვეის" მენეჯმენტი გავრცელებულ ინფორმაციას Georgian Capital-ის მიერ კომპანიის გაყიდვის შესახებ, უარყოფს

access_time2021-04-14 13:30:03

საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალმა” მასში შემავალი ბიზნესების ნაწილი ეტაპობრივად გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.  ამის შესახებ კომპანიის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ინვესტორებისთვის მომზადდა. დოკუმენტის თანახმად, გასაყიდ სეგმენტებს შორის მოხვდა საოფისე და ტურისტული უძრავი ქონების ბიზნესი, ასევე “ჯორჯიან ბევერეჯის ჰოლდინგი”, რომელიც “თელიანი ველსა” და ლუდის მწარმოებელს აერთიანებს, ასევე ტექდათვალიერების ქსელი “გრინვეი” და სხვა კომპანიები.


თუმცა, როგორც” კომერსანტს” კომპანია გრინვეის გენერალური დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი უყვება, ტექდათვალიერების ქსელის გაყიდვას საინვესტიციო კომპანია უახლოეს მომავალში არ გეგმავს.


ინფორმაცია კომპანია გრინვეის გაყიდვის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება და მეტიც, ხაზგასმით განვაცხადებ, როგორც გენერალური დირექტორი, რომ გაყიდვა არ გეგმება არც ამ ეტაპზე, არც უახლოეს მომავალში” _ ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.


გრინვეის ტექდათვალიერების სერვისი 2020 წელს 252 ათას ავტომობილს მოემსახურა, რაც 2019 წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა.




“კომპანია გრინვეი ბაზარზე  უკვე 2 წელიწადზე მეტია რაც წარმოდგენილია.  თბილისში 11 სერვისცენტრი გვაქვს, ჯამში  სულ 16 ობიექტი გამოგვდის და მთელი საქართველოს მასშტაბით ვოპერირებთ.


2019 წელთან შედარებით, საკმაოდ დიდი ვარდნა გვქონდა და ეს პანდემიის პირდაპირი ზეგავლენაა. საუბარი მაქვს მოგების 26 პროცენტიან შემცირებზე.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით იგივე ვარდნა აქვს ტექინსპექტირების ინდუსტრიის ყველა მონაწილეს.



პანდემიის გავლენა ჩვენს სფეროზე ძალიან ნეგატიურად აისახა, თუმცა მიუხედავად ამ სირთულეებისა “გრინვეი დინამიურად ვითარდება და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია შიდა ინსტიტუციების გაძლიერება, გლობალურად ინდუსტრიის განვითარება და ეკოუსაფრთხოებისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით ჩვენი წვლილის შეტანა პოზიტიური მიმართულებით. ამ ყველაფერს ბევრი სირთულე ახლავს თან, ეს დინამიური პროცესია. იმედს არ ვკარგავთ და ვპროგნოზირებთ, რომ უახლოეს პერიოდში, როდესაც ვაქცინაციის აქტიური ეტაპი დაიწყება,  ტექინსპეტირება და ჩვენი ინდუსტრიაც აღმასვლას დაიწყებს, დაუბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს და ფინანსურად უკეთესი წელი გვექნება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ამის პოტენციალი გააჩნია. ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს, შემსაბამისად ჩვენი ინდუსტრიაც პირდაპირ მიბმულია ავტომობილების რაოდენობაზე, დინამიკაში ყველაფერი უნდა გაიზარდოს
,” _ განმარტავს “გრინვეის გენერალური დირექტორი.


თეგები:
გრივეი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up