Georgian Bicycle Group  ერთადერთი კომპანია, რომელმაც სამთო ტურები ელექტრო ველოსიპედებით დაიწყო

Georgian Bicycle Group ერთადერთი კომპანია, რომელმაც სამთო ტურები ელექტრო ველოსიპედებით დაიწყო

access_time2020-02-29 17:00:04

Georgian Bicycle Group-მა საქართველოში საცალო ქსელი განავითარა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად ველოსიპედების გაქირავების სისტემის ჩამოყალიბა. 


როგორც „კომერსანტს“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა,თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში Georgian Bicycle Group-მა თანამშრომლობა და დაიწყო  „კავკასუს თრეველთან“ და  „ექსპო ჯორჯიასთან“, რომელიც სამთო ტურებს ახორციელებს.  მთავარი მიზანი ქვეყანაში ველოსიპედის მოხმარებისა და მისი  ცხოვრების წესად დანერგვაა.


„მაკროეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვინდოდა ველოტურების სერვისი განგვევითარებინა. ტურისტულ კომპანიებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით  სამთო ველოტურები დავიწყეთ. ჩვენს მაღაზიაში უკვე გვაქვს  4 ელექტო  ველოსიპედი, რომლის ღირებულებაც 4500 ევროა. გვინდა, რომ ველოსიპედი ქვეყანაში გახდეს ცხოვრების წესი და ამაში ტურების მოწყობა გვეხმარება.“-ამბობს ბექა კიკნაველიძე.

 

კომპანია ასევე თანაშრომლობს შვეიცარიელ პარტნიორებთან. ისინი ერთად  საქართველოში სხვადასხვა ბილიკებს სწავლობენ, სადაც ველოტურების მოწყობა შეიძლება.

 


გარდა ამისა,  ადგილობრივი წარმოების პირველი ველოსიპედის წარმოება, რომელიც  2019 წლის აპრილიდან, ქართული ველოსიპედებით  უნდა გამოჩენილიყო ბაზარზე, ქვეყანაში არსებული მაკრო- ეკონომიკური პრობლემების გამო გადაიდო.


Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელის ბექა კიკნაველიძის თქმით,  მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურების ტრენდია, ამოქმედდა საბანკო რეგულაციები და ზოგადად, ბანკები კლიენტებთან ურთიერთობისას უფრო ფრთხილები გახდნენ, პროექტისთვის საჭირო დაახლოებით, 120 000 აშშ დოლარის (საწყის ეტაპზე) ფინანსური რესურსების მოძიება გართულდა.


„ბანკებს სესხის გაძვირების გამო, კიდევ დაპაუზდა წარმოება.  ჩვენი პროექტის განხორციელება ვცადეთ სტარტაპ საქართველოს ფარგლებში,  მაგრამ უარი მოივიღეთ. პასუხი იყო ის რომ არ გვქონდა მათი სტანდარტების მიხედვით მასალები ატვირთული იმდენი რამდენიც ამ პროექტს სჭირდება.“-ამბობს ბექა კიკნაველიძე.

 

კიკნაველიძის თქმით, ამ ეტაპზე  ქალაქში ველობილიკების  ნაკლებობაა. თუმცა სამთო ველოსიპედით, რომელსაც კომპანია აქირავებს,  შესაძლებელია ყველანაირ გზაზე გადაადგილება.

 

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKE.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ორი ფილიალი აქვს ვაკესა და საბურთალოზე.


ნათია ლომიძე



თეგები:
Bikes.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up